საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორის თანამდებობაზე, კონკურსის შედეგად, არჩეულია მედიცინის აკადემიური დოქტორი ნინო მოწონელიძე.
კონკურსები -
მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 28 იანვრიდან – 2026 წლის 11 თებერვლის 18:00 სთ-მდე. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის შპს უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2026 წლის 16 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით, 10:00 სთ-დან – 17:00 სთ-მდე.წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:• პირადობის მოწმობის ასლი• ატესტატის დამოწმებული …

10 იანვარს უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა ბილიარდის ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა. ტურნირის გამარჯვებული გახდა მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი — კოკა სამხარაძე. მსგავსი ტურნირები ხელს უწყობს სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას და ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის მეგობრობისა და კომუნიკაციის გაღრმავებას. უნივერსიტეტი გეომედი ულოცავს გამარჯვებულს და მადლობას უხდის ყველა სტუდენტს მონაწილეობისა და ჩართულობისთვის.











