შპს უნივერსიტეტი გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩეული არიან შემდეგი პირები: ნინო მოწონელიძე – სტომატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ეკატერინა ბოჩკოვა – მოლეკულური მედიცინის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. თეიმურაზ თავხელიძე – პათომორფოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
კონკურსები -
1. შპს უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს პარტნიორ ესპანეთის გრანადის უნივერსიტეტში (University of Granada, Spain) ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ადმინისტრაციული პერსონალისათვის 1 (ერთი) ადგილზე. 2. გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა – 7 დღე (2025-2026 ს/წ გაზაფხულის სემესტრი, 5 სამუშაო დღე, 2 დღე სამგზავროდ). 3. სააპლიკაციო დოკუმენტების მიღების ვადა – დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 16 …
1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი1.1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს შპს უნივერსიტეტ გეომედის ნებისმიერ სტუდენტს, მათ შორის სტატუს შეჩერებულს. 2. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა2.1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლის პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.2.2. დამატებითი …
ელსევიერთან თანამშრომლობის ფარგლებში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია ელსევიერის გუნდის მიერ დაგეგმილი ვებინარების კალენდარი და ჩატარებული ვებინარების ვიდეოჩანაწერები. ვებინარები მოიცავს სამეცნიერო ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://www.elsevier.com/hubs/central-and-eastern-europe-customer-hub ვებინარებზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ეძღვნება უნივერსიტეტ გეომედის დაუვიწყარ პრორექტორს, თამაზ ხვიჩიას, გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Molecules (MDPI) (IF 4.6). ნაშრომი მომზადებულია უნივერსიტეტ გეომედის და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ბიოსტრუქტურებისა და ბიოიმიჯინგის ინსტიტუტის თანამშრომლების ერთობლივი მუშაობის შედეგად. ნაშრომი იხილეთ სათაურით:“Georgian Grapes and Wines as a Source of Phenolic Compounds: Composition, Antioxidant Activity, and Traditional Winemaking”.











