I. საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ (მუხლი 34, მუხლი 35) და უნივერსიტეტის წესდების (მუხლი 8) საფუძველზე გამოცხადდეს ღია კონკურსი სტომატოლოგიის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის და მედიცინის (დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები) ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ დეპარტამენტებში: მედიკო-ბიოლოგიური დეპარტამენტი (მიმართულება: ბიოფიზიკა; ადამიანის ანატომია; ჰისტოლოგია, ციტოლოგია; მიკრობიოლოგია, …
კონკურსები -
I. შიდა მობილობის ვადები: ა) დოკუმენტების მიღება – 20 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით; ბ) კრედიტების აღიარება – 28 თებერვალი; გ) სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 02 მარტი. II. წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: ა) განცხადება; ბ) ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით); გ) პირადობის მოწმობის ასლი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ …
1. მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა – 2020 წლის 22 იანვრიდან 2020 წლის 5 თებერვლის 18:00 სთ-მდე. 2. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2020 წლის 12 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით, 10 სთ-დან – 17სთ-მდე. წარმოსადგენი საბუთების ნუსხა: • პირადობის …
2020 წლის 24 იანვარს 15:00 საათზე სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში, ჩატარდება ტრენინგი სამეცნიერო ჟურნალების ხარისხების და ციტირების ინდექსის თემასთან დაკავშირებით. ტრენინგს ჩაატარებს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ასისტენტ-პროფესორი დავით აფხაზავა.
2019 წლის 27 დეკემბერს ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ნეირომეცნიერებაში, რომელიც გაიმართა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ეგიდით. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს, ასევე უცხოელმა სტუდენტებმა. უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ირაკლი გოგიაშვილმა მიიღო კონფერენციაში მონაწილეობა და დაიმსახურა მეორე ადგილი. მას გადაეცა სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო. …