უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობის მიზნით 2018 წლის 21 იანვარს მოეწყო ექსკურსია დაბა ბაკურიანში. სტუდენტებმა დრო მხიარულად გაატარეს და დაგეგმეს სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარე წელს უნივერსიტეტის უკეთ წარმოჩენისთვის.
2018 წლის 19 იანვარს უნივერსიტეტ გეომედის სტუდეტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარებას. საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტში გაიმართა გამოფენა, კინოსეანსი, შეგროვდა სხვადასხვა ნივთი, რომლითაც დაეხმარნენ წურწუმიების 10 წევრიან, სოციალურად დაუცველ, ლტოლვილ ოჯახს. ოჯახის 10 წევრიდან 5 მცირეწლოვანია, 1 ასაკოვანი შშმ პირია, რომელსაც ამპუტირებული აქვს ორივე ფეხი და …
შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით სტომატოლოგიის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, მედიცინის (ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამა) ფაკულტეტებზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით, დეპარტამენტების მიხედვით, არჩეული არიან შემდეგი პირები: მედიკო-ბიოლოგიური დეპარტამენტი 1. მარინა ფირცხალავა – პროფესორი 2. …
I. შიდა მობილობის ვადები: ა) დოკუმენტების მიღება – 09 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით; ბ) კრედიტების აღიარება – 19 თებერვალი; გ) სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 20 თებერვალი. II. წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: ა) განცხადება; ბ) ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით); გ) პირადობის მოწმობის ასლი.
სტუდენტთა მობილობის ელექტრონულ პორტალზე www.students.eqe.ge რეგისტრაციის ვადა: 2018 წლის 18 იანვრიდან 01 თებერვლის 18:00 სთ-მდე.