დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ხელშეწყობით, 2023 წლის 23-24 მარტს, ჩატარდა მორიგი ონლაინ ვორქშოპი PBL და CBL სწავლების მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სტომატოლოგიისა და ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ეკონომიკის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. შეხვედრას უძღვებოდა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და AMEE-ს სპეციალისტი სამედიცინო განათლებაში, ასოცირებული პროფესორი მარიამ ველიჯანაშვილი. ვორქშოპზე დეტალურად იქნა განხილული …
ტრენინგები
2023 წლის 10 მარტს, ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ – ნანა ცერცვაძემ ონლაინ ფორმატში ჩაატარა შეხვედრა პირველი კურსის ინგლისურენოვან სტუდენტებთან. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისათვის საბიბლიოთეკო სერვისების გაცნობა, რათა მათ სწრაფად და მარტივად შეძლონ საინტერესო სასწავლო და სამეცნიერო რესურსების მოიძიება. ტრენინგზე საუბარი იყო საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების EBSCO-სა და ELSEVIER-ის მნიშვნელობაზე, მათი გამოყენების გზებისა და წვდომის შესახებ. ასევე, პრაქტიკული …
2023 წლის 14 თებერვალს, უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა ვებინარი თემაზე “სამეცნიერო და სამედიცინო წყაროების მოძიება სრული ტექსტების ბაზაში”, რომელსაც უძღვებოდა EBSCO-ს ელექტრონული ბაზების წარმომადგენელი ირინა სერჟანი. ვებინარი დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მარტივად მოიძიონ საჭირო ინფორმაცია და სამეცნიერო სტატიის სრული ტექსტები, სამეცნიერო ბაზების საძიებო სისტემებში. ვებინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური, მოწვეული პერსონალი და სტუდენტები.
2023 წლის 28-29 იანვარს თურქეთში, ქალაქ სტამბულში, გაიმართა რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის საერთაშორისო სასწავლო ორგანიზაცია Primephysio-ს მიერ ორგანიზებული თეორიულ-პრაქტიკული კლინიკური ტრენინგი “ყველაფერი მუხლის შესახებ”, რომელსაც ესწრებოდნენ გეომედის საუნივერსიტეტო სარეაბილიტაციო კლინიკის თანამშრომლები ჯარჯი ბუზარიაშვილი და ირაკლი შარანგია. ტრენინგის შემდეგ მათ გადაეცათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ხელშეწყობით, 2022 წლის 11 ნოემბერს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი უმაღლეს სასწავლებელში პერსონალურ მონაცემთა დაცვაში. ტრენინგს უძღვებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იურისტი, ლილი ტანიაშვილი. მან ტრენინგის ფარგლებში განიხილა პერსონალური მონაცემების დამუშავების დაცვის მნიშვნელობა მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები, მონაცემთა უსაფრთხოება და მონაცემთა სუბიექტის უფლებები. …