ვებინარი: Discover ScienceDirect Topics

ვებინარი: Discover ScienceDirect Topics

28 მაისს ელსევიერის ტრენერის Paula Milewska-ს მიერ ჩატარდა ონლაინ ვებინარი თემაზე: ’’Discover ScienceDirect Topics’’. ონლაინ დემონსტრაციის გარდა, ტრენერმა ისაუბრა ScienceDirect-ის უპირატესობებზე, რესურსების მოძიებისა და მათზე მუშაობის შესახებ და ა.შ.

ვებინარი: How to find relevant literature in Scopus

ვებინარი: How to find relevant literature in Scopus

9 აპრილს ელსევიერის ტრენერის Paula Milewska-ს მიერ ჩატარდა ონლაინ ვებინარი თემაზე: ’’How to find relevant literature in Scopus’’. ვებინარზე განხილული იყო ძიების სტრატეგიები სკოპუსში, ონლაინ დემონსტრაციის დროს პრაქტიკულად იყო წარმოდგენილი ძიების პროცესი, თუ როგორ ვიპოვოთ ღია წვდომის სტატიები, როგორ შევინახოთ ძიების შედეგები და ა.შ. სესიის ბოლოს ტრენერმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

ტრენინგი: “საექთნო საქმის სწავლების მეთოდური პრინციპები”

ტრენინგი: “საექთნო საქმის სწავლების მეთოდური პრინციპები”

2024 წლის 31 იანვარიდან 02 თებერვლის ჩათვლით ჩატარდა ტრენინგი „საექთნო საქმის სწავლების მეთოდური პრინციპები“. ტრენინგს ესწრებოდნენ ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის „საექთნო საქმე“ აკადემიური და მოწვეული პერსონალი. ტრენინგს უძღვებოდა სერტიფიცირებული ტრენერი, საქართველოს ექთნების ასოციაციის პირველი პრეზიდენტი ლია მამალაძე.

სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ შეფასების თანამედროვე მეთოდებზე

სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ შეფასების თანამედროვე მეთოდებზე

2023 წლის 17-19 ოქტომბერს უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ შეფასების თანამედროვე მეთოდებზე: OSPE (ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა), OSCE (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) და სამუშაო ადგილზე შეფასების მეთოდები: Mini-CEX (Mini Clinical Evaluation Exercise) – მინი-კლინიკური სავარჯიშოს შეფასება, DOPS (Direct Observation for Procedural Skills) – პირდაპირი დაკვირვება პროცედურული უნარების დემონსტრირებაზე, EPAs (Entrustble Professional Activities) – …

სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე

სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე

2023 წლის 11-13 ოქტომბერს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე: PBL (Problem-Based Learning) – პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, CBL (Case-Based Learning) – კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება, TBL (Team-Based Learning) – გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლება, CBCR (Case-Based Clinical Reasoning) – შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული კლინიკური მსჯელობა, Role Play – ექიმისა და პაციენტის როლების შესრულება, …