ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა

2024 წლის 8 ივლისს 12:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101) ჩატარდება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვა. 2024 წლის 18 ივლისს 11:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედში (101) აუდიტორიაში ჩატარდება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.

სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდებზე

2024 წლის 7-8 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდებზე: PBL (Problem-Based Learning) – პრობლემის განხილვაზე დაფუძნებული სწავლება, CBL (Case-Based Learning) – შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული სწავლება, Flipped classroom – შებრუნებული საკლასო ოთახი, Bedside teaching – სწავლება პაციენტის საწოლთან, OSPE (ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა), OSCE (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) და …

ბიბლიოთეკის ბეჭდური და ციფრული ფონდები განახლდა

      გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკის ბეჭდური და ციფრული ფონდი განახლდა შემდეგი ახალი წიგნებით:      ბეჭდური ფონდი: გოჩიტაშვილი ქ. და სხვა – აკადემიური წერა. საუნივერსიტეტო კურსი. 2024. ბატლერი ჯ. მაკმანუსი ფრ.- ფსიქოლოგია. ძალიან მოკლე შესავალი. 2019. კერესელიძე შ., კერესელიძე და., კერესელიძე ლ. – ლიდერობა და გუნდის მართვა. 2020. ამყოლაძე გ., ლომსაძე-კუჭავა მ., კუჭავა კ. – ინოვაციური მენეჯმენტი. …

ვებინარი: Discover ScienceDirect Topics

ვებინარი: Discover ScienceDirect Topics

28 მაისს ელსევიერის ტრენერის Paula Milewska-ს მიერ ჩატარდა ონლაინ ვებინარი თემაზე: ’’Discover ScienceDirect Topics’’. ონლაინ დემონსტრაციის გარდა, ტრენერმა ისაუბრა ScienceDirect-ის უპირატესობებზე, რესურსების მოძიებისა და მათზე მუშაობის შესახებ და ა.შ.

ერაზმუს + მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა რუმინეთის გრეგორი პოპას სახელობის მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის

1. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს რუმინეთის გრეგორი პოპას სახელობის მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტში (Grigore T. Popa university of medicin and pharmacy) ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით მედიცინის ფაკულტეტის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 სემესტრების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის 1 (ერთი) ადგილზე. აპლიკანტს ბოლო 12 თვის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული …