2025 წლის 12 დეკემბერს, უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს სტუდენტურ თეორიულ-პრაქტიკულ კონფერენციას. ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 ნოემბერი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@geomedi.edu.ge თანდართული დოკუმენტები:მოთხოვნები სტუდენტების საკონფერენციო ნაშრომზესტუდენტის კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა
განცხადებები
ელსევიერთან თანამშრომლობის ფარგლებში ბიბლიოთეკა გთავაზობთ ელსევიერის გუნდის მიერ ორგანიზებულ ვებინარების სერიას. ვებინარები მოიცავს სამეცნიერო ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ვებინარების განახლებული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/els_webinars_cee ვებინარებზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.
1. შპს უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს პარტნიორ ესპანეთის გრანადის უნივერსიტეტში (University of Granada, Spain) ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სემესტრების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის 1 (ერთი) ადგილზე.აპლიკანტს ბოლო 12 თვის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს + – ის გრანტი. 2. …

30 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი პირველი კურსის სტუდენტებისათვის. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე – ნანა ცერცვაძე. ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებისათვის საბიბლიოთეკო სერვისების გაცნობა, რაც გაუადვილებთ სტუდენტებს სასურველი რესურსებისა და სერვისების მოძიებასა და მიღებას. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო EBSCO-სა და ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებში ძიების გზებისა და წვდომის შესახებ საუბარს და პრაქტიკული მაგალითების სახით წარმოდგენას.
გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკის ბეჭდური და ციფრული ფონდი განახლდა შემდეგი ახალი წიგნებით: ბეჭდური ფონდი: ვახანია მ. – ამინომჟავები, სადიაგნოსტიკო ცილები და მათი ბიოლოგიური ფუნქციები. 2025. მაკმილანი ბ. – ადამიანის სხეულის ილუსტრირებული ატლასი. 2024. ჩხარტიშვილი მ. – საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი. 2024. ბექაია გ. – საოცრებანი მედიცინაში. 2025. მამაცაშვილი თ. – 8 წიგნი ჯანმრთელობაზე. 2022. Mescher A.L. …











