1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი1.1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს შპს უნივერსიტეტ გეომედის ნებისმიერ სტუდენტს, მათ შორის სტატუს შეჩერებულს. 2. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა2.1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლის პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.2.2. დამატებითი …
განცხადებები
ელსევიერთან თანამშრომლობის ფარგლებში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია ელსევიერის გუნდის მიერ დაგეგმილი ვებინარების კალენდარი და ჩატარებული ვებინარების ვიდეოჩანაწერები. ვებინარები მოიცავს სამეცნიერო ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://www.elsevier.com/hubs/central-and-eastern-europe-customer-hub ვებინარებზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.
მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 28 იანვრიდან – 2026 წლის 11 თებერვლის 18:00 სთ-მდე. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის შპს უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2026 წლის 16 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით, 10:00 სთ-დან – 17:00 სთ-მდე.წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:• პირადობის მოწმობის ასლი• ატესტატის დამოწმებული …
გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკის ბეჭდური და ციფრული ფონდი განახლდა შემდეგი ახალი წიგნებით: ბეჭდური ფონდი: რედ.: კვაჭაძე ი. – ადამიანის ფიზიოლოგია. 2025. კოშორიძე ნ. – ბიოქიმია. მე-3 გადამუშავებული გამ., 2023. შავიანიძე მ., ლომიძე გ. – სამედიცინო რეაბილიტაციის საფუძვლები. 2024. თოიძე შ. და სხვა – კლინიკური ანატომია და ოპერაციული ქირურგია. 2024. თოხაძე თ. – ოტორინოლარინგოლოგია. მე-3 გამ., 2023. …
2025 წლის 11 დეკემბერს, უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას. ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 2 დეკემბერი, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: conference@geomedi.edu.ge თანდართული დოკუმენტები:მოთხოვნები პროფესორ-მასწავლებელთა საკონფერენციო ნაშრომზე











