ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

2023 წლის 17 ივლისს 13:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედში (217) აუდიტორიაში ჩატარდება ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.

სამეცნიერო სემინარი ქართულ სამკურნალო მცენარეებზე

2023 წლის 14 ივლისს, 14:00 საათზე, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101), ჩატარდება სამეცნიერო სემინარები: საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი მცენარის, მათ შორის, ენდემური სახეობების გამოყენება ხალხურ და კლინიკურ მედიცინაში. მომხსენებელი მარიამ კობიაშვილი. საქართველოში გავრცელებული სამკურნალო მცენარეების ქიმიური შემადგენლობა და მათი ფუნქციები. მომხსენებელი თორნიკე მინდიაშვილი.

ბიბლიოთეკის ბეჭდური ფონდი განახლდა

გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკაში წიგნად ფონდს დაემატა შემდეგი ახალი წიგნები: შაიაშვილი თ.- სმენის გამოკვლევის მეთოდები გრაფიკული გამოსახულებები; აუდიომეტრია, ტიმპანომეტრია, 2021. ჭუმბურიძე გ.- ორთოპედია, ტრავმატოლოგია, სპორტული მედიცინა. მენჯი და ქვედა კიდურები, წიგნი 2, 2023. კუბლაშვილი ბ., მაღლაკელიძე თ. – სწავლა-სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე, 2023. ბერიძე ქ.-ზოგადი და სპორტის ნუტრიციოლოგია, ტომი 2, 2023. ბერიძე ქ., კახაბრიშვილი ზ. – …

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

2023 წლის 11 ივლისს 11:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101) ჩატარდება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვა.

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი1.1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ნებისმიერ სტუდენტს, მათ შორის სტატუს შეჩერებულს. 2. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა2.1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლის პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.2.2. დამატებითი სემესტრის სტუდენტს …