შეხვედრა სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებთან

2019 წლის 18 მარტს შპს სასწავლო უნივერისტეტ გეომედში გაიმართა სტომატოლოგიის ფაკულტეტისა და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის შეხვედრა აღნიშნული ფაკულტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან. შეხვედრაზე განხილული იყო სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მოდიფიცირების და მასში ცვლილებების შეტანის საკითხები, ასევე პროგრამის სწავლის შედეგები. კურსდამთავრებულებმა და სტუდენტებმა გამოთქვეს თავისი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთნ დაკავშირებით.

ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდები (OSCE)

სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტზე, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დაინერგა და მიმდინარეობს ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდები (OSCE). გამოცდები ტარდება უნივერსიტეტ გეომედის სიმულაციურ კლინიკიკაში, სადაც სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოავლიონ ის კლინიკური უნარ-ჩვევები, რისი ცოდნაც აუცილებელია მომავალი ექიმებისათვის.  

MCI-ის მოსამზადებელი კურსები

უნივერსიტეტ გეომედში დაიწყო ინდოეთის სამედიცინო საბჭოს (MCI) მოსამზადებელი კურსები FMGE გამოცდებისათვის. კურსებს ჩაატარებენ ინდოეთის სამედიცინო აკადემიიდან მოწვეული პედაგოგები.  

საქველმოქმედო ღონისძიება

2018 წლის 25-26 დეკემბერს უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტში ჩატარდა ფოლკლორული ანსამბლის „GM Folk-ის“ კონცერტი და პოეზიის საღამო, რომელიც მიეძღვნა დედათა და ბავშვთა თავშესაფრის „კარიტასი“ ბენეფიციარების დახმარებას.