უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს  გადაწყვეტილება

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2019 წლის 10 და 12 დეკემბრის სხდომების გადაწყვეტილებით, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამას, ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამას, სტომატოლოგიის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მიენიჭათ აკრედიტაცია 7 წლის ვადით. უნივერსიტეტი გეომედი გილოცავთ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს …

სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

2019 წლის 19 დეკემბერს შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები.“ კონფერენციის ყველა მონაწილის თეზისები გამოქვეყნდება. კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სერთიფიკატით. დასწრება თავისუფალია.

II საერთაშორისო სიმპოზიუმი “დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე”

2019 წლის 15 ნოემბერს, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა უნივერსიტეტ გეომედის II საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე: “დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე”. სიმპოზიუმი გახსნა უნივერსიტეტ გეომედის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ბატონი ზვიად გაბისონია და ბერლინის შტაინბაის უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფესორი გიორგი ხუბუა. სიმპოზიუმზე მოხსენებით გამოვიდნენ ბერლინის შტაინბაის უნივერსიტეტის, …

II საერთაშორისო სიმპოზიუმი “დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე”

II საერთაშორისო სიმპოზიუმი “დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე”

2019 წლის 15 ნოემბერს, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართება უნივერსიტეტ გეომედის II საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე “დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე”.

ბიბლიოთეკაში Elsevier-ის ელექტრონული ბაზებით უფასოდ სარგებლობის შესახებ

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დახმარებით გაიხსნა წვდომა Elsevier-ის შემდეგ ბაზებზე: Scopus, Science Direct, Scival Funding (Funding Institutional).ბაზები იძლევა ელექტრონული ჟურნალების,პერიოდული გამოცემებისა და წიგნების, საერთაშორისო ელექტრონული რესურსების გამოყენების საშუალებას. ბიბლიოთეკის ნებისმიერ აბონენტს შეუძლია სასურველ დროსა და სივრცეში, ბიბლიოთეკაში შეუსვლელად ისარგებლოს ამ ბაზებით. ბაზების რესურსებით სარგებლობის შესახებ მიმართეთ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას