ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 2021 წლის 4 თებერვალს, სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დისტანციური სამუშაო შეხვედრა პოტენციურ დამსაქმებლებთან. შეხვედრის ფარგლებში სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა მარიამ ჩანტლაძემ და გეომედის აფილირებული კლინიკის „გერმანული ჰოსპიტალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაგდა კოტრიკაძემ ისაუბრეს დასაქმების პერსპექტივებზე მათ ორგანიზაციებში, დასაქმებისათვის საჭირო პროფესიულ …
სიახლეები
2020 წლის 18 დეკემბერს, უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევარებმა, პროფესორებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა. ბოლოს გაიმართა დისკუსია. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენციის მასალებში.
2020 წლის 17 დეკემბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტური თეორიულ-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები“, სადაც წარმოდგენილი იყო კვლევები და მოხსენებები მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს აქტუალურ საკითხებზე. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს კომისიამ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები: I ადგილი – ნანა თევდორაშვილი (სტომატოლოგიის ფაკულტეტი) II …
2020 წლის 19 ნოემბერს, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა შიდა საუნივერსიტეტო ონლაინ ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა. გამოვლინდა გამარჯვებულები:პირველი ადგილი – ანანდ აჩარიამეორე ადგილი – ვიას დიიფპიმესამე ადგილი – პანკილ პარიხმგამარჯვებულებს გადაეცათ სერთიფიკატები
2020 წლის 18 ნოემბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის სიცოცხლის ბოლომდე სწავლების სამსახურის ხელშეწყობით, მედიცინის, სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიურმა და მოწვეულმა პედაგოგებმა, მონაწილეობა მიიღეს „school of Medicine Leeds“ CPD Medical Education-ის მიერ გამართულ, საერთაშორისო სასწავლო ტრენინგზე “Online Teaching Tips”. ტრენინგს უძღვებოდნენ ნენსი დევიესი და დოქტორი კეიტ დენისი, მათ განიხილეს სტუდენტების სწავლის პროცესის ოპტიმიზაციის, პედაგოგიკისა …