სარეზიდენტო პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები

სარეზიდენტო პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები

რეზიდენტების კიდევ ერთმა ნაკადმა წარჩინებით დაამთავრა საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის ბაზაზე არსებული სარეზიდენტო პროგრამა თერაპიულ სტომატოლოგიაში. უნივერსიტეტის და სტომატოლოგიური კლინიკის ადმინისტრაცია ულოცავს მათ და უსურვებს პროფესიულ შემდგომ განვითარებასა და წინსვლას. სარეზიდენტო პროგრამის კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე

სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე

2023 წლის 11-13 ოქტომბერს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე: PBL (Problem-Based Learning) – პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, CBL (Case-Based Learning) – კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება, TBL (Team-Based Learning) – გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლება, CBCR (Case-Based Clinical Reasoning) – შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული კლინიკური მსჯელობა, Role Play – ექიმისა და პაციენტის როლების შესრულება, …

ტრენინგი თემაზე: ,,საბიბლიოთეკო სერვისები და მათი გამოყენება“

ტრენინგი თემაზე: ,,საბიბლიოთეკო სერვისები და მათი გამოყენება“

2023 წლის 9 ოქტომბერს მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის ქართულენოვანი სტუდენტებისათვის ჩატარდა ტრენინგი: ,,საბიბლიოთეკო სერვისები და მათი გამოყენება“. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ – ნანა ცერცვაძემ სტუდენტებს გააცნო ბიბლიოთეკაში არსებული რესურსების EBSCO-სა და ELSEVIER-ის – ელექტრონული სამეცნიერო ბაზების, ელ. კატალოგისა და სტუდენტთა ელბაზების წვდომისა და გამოყენების გზები ნებისმიერი სივრციდან.

უნივერსიტეტ გეომედის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია

უნივერსიტეტ გეომედის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია

2023 წლის 27-28 სექტემბერს ქ. თბილისში, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის, ისლამური მარკეტინგის საერთაშორისო ასოციაციის (იმსა) და ჯადარას უნივერსიტეტის პარტნიორობით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “Shaping Tomorrow: Innovations and Trends in the Middle East and Caucasus Markets”. ისლამური მარკეტინგის საერთაშორისო ასოციაცია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს (გლობალური ისლამური მარკეტინგის კონფერენცია). პირველი კონფერენცია ჩატარდა 2011 …

დეკანატის წარმომადგენლების შეხვედრა პირველკურსელებთან

დეკანატის წარმომადგენლების შეხვედრა პირველკურსელებთან

სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტების დეკანატების წარმომადგენლები შეხვდნენ პირველ კურსელებს. გააცნეს სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემის სტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები, შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნიუანსები. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.