CARDIOSIM© გულ-სისხლძარღვთა პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა (CNR), რომელიც შემუშავებული არის უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორის, კლაუდიო დე ლაცარის მიერ, ხელი მოეწერა კონფიდენციალურობის შეთანხმებას, რომის საპიენზას უნივერსიტეტსა და Abiomed Europe GmbH, Neuenhofer Weg (“Abiomed” Aachen)-ს შორის. შეთანხმების ფარგლებში მხარეები შეისწავლიან RP სიმულაციის როლს ფილტვის ჰიპერტენზიის დროებით მკურნალობაში.
სიახლეები
2024 წლის 20 დეკემბერს, უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევარებმა და პროფესორებმა. თითოეული მოხსენების გარშემო გაიმართა საინტერესო დისკუსია. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენციის მასალებში.
უნივერსიტეტ გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ბიოსტრუქტურებისა და ბიოიმიჯინგის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ ჟურნალ “Microbiology Research (MDPI)”-ში (IF 2.1) გამოქვეყნდა ერთობლივი სამეცნიერო სტატია – “Tick-Borne Encephalitis Virus (TBEV): Epidemiology, Diagnosis, Therapeutic Approaches and Some Molecular Aspects—An Updated Review” – https://doi.org/10.3390/microbiolres15040174
2024 წლის 13 დეკემბერს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები მედიცინის, სტომატოლოგიის, რეაბილიტაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით. თითოეული განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს ჟიურიმ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიებით და ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
უნივერსიტეტ გეომედის პროფესორების, ელენე ასანიძის, ზურაბ ცეცხლაძის, მალხაზ ვახანიას, მანანა ურჯუმელაშვილის და უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მარინა ფირცხალავას ავტორობით ჟურნალში „International Journal of Fertility and Sterility“ გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი “Relationship between homocysteine levels, MTHFR C677T and A1298C polymorphism, and pregnancy outcomes in Georgian women with polycystic ovary syndrome” (https://www.ijfs.ir/article_714915.html). აღსანიშნავია, რომ გენეტიკური ვარიანტების გამოკვლევა ჩატარდა უნივერსიტეტ გეომედის …











