ვებინარი: Literature search in Scopus

ვებინარი: Literature search in Scopus

19 მარტს ელსევიერის ტრენერის Anton Degtev-ის მიერ ჩატარდა ვებინარი თემაზე: ’’Literature search in Scopus’’. ტრენერმა ისაუბრა რესურსების ძიების სტრატეგიებსა და მიზნებზე, საძიებო სიტყვით, ლოგიკური ოპერატორების მეშვეობით ძიებაზე და ა.შ. ვებინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

საინფორმაციო შეხვედრა ანტიპლაგიატის პროგრამის შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა ანტიპლაგიატის პროგრამის შესახებ

2025 წლის 10 მარტს უნივერსიტეტ გეომედის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ზურაბ ცეცხლაძემ. ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტთა ინფორმირებულობას სტუდენტებისათვის ანტიპლაგიატის პროგრამის შესახებ. საინფორმაციო შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში. შეხვედრა ჩატარდა ინტერაქტიურ რეჟიმში.

ინტელექტუალური საკუთრების უფლებები უმაღლესი განათლების სფეროში

ინტელექტუალური საკუთრების უფლებები უმაღლესი განათლების სფეროში

I2Q პროექტის ფარგლებში, 2025 წლის 24 იანვრიდან 26 იანვრამდე ჩატარდა მესამე საერთაშორისო მაღალი დონის სწავლება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას. ღონისძიება ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ორგანიზებით გაიმართა. მესამე საერთაშორისო მაღალი დონის სწავლება ორიენტირებული იყო ინტელექტუალური საკუთრების უფლებებზე უმაღლესი განათლების სფეროში. მონაწილეებმა გააუმჯობესეს თავიანთი ცოდნა პატენტების, სავაჭრო ნიშნებისა და საავტორო უფლებების შესახებ სემინარების, სიმულაციური …

გულ-სისხლძარღვთა პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა CARDIOSIM©-ის დანერგვა კლინიკაში

CARDIOSIM© გულ-სისხლძარღვთა პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა (CNR), რომელიც შემუშავებული არის უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორის, კლაუდიო დე ლაცარის მიერ, ხელი მოეწერა კონფიდენციალურობის შეთანხმებას, რომის საპიენზას უნივერსიტეტსა და Abiomed Europe GmbH, Neuenhofer Weg (“Abiomed” Aachen)-ს შორის. შეთანხმების ფარგლებში მხარეები შეისწავლიან RP სიმულაციის როლს ფილტვის ჰიპერტენზიის დროებით მკურნალობაში.

პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული კონფერენცია

2024 წლის 20 დეკემბერს, უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევარებმა და პროფესორებმა. თითოეული მოხსენების გარშემო გაიმართა საინტერესო დისკუსია. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენციის მასალებში.