სტომატოლოგიის ფაკულტეტის შეხვედრა №144 საჯარო სკოლასთან

სტომატოლოგიის ფაკულტეტის შეხვედრა №144 საჯარო სკოლასთან

უნივერსიტეტ გეომედის სტომატოლოგიის ფაკულტეტმა და საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურმა კლინიკამ უმასპინძლა ქ. თბილისის № 144 საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. შეხვედრაზე ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განიხილა სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები, შედეგები და მათი მიღწევის გზები, უნივერსიტეტში დანერგილი სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული. საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის მედპერსონალმა სტუმრებს სახალისო აქტივობები შესთავაზა.  იყო დისკუსიები და აქტიური …

ვებინარი: How to find the right journal

ვებინარი: How to find the right journal

13 მაისს ელსევიერის ტრენერის Alison Ferrett-ის მიერ ჩატარდა ვებინარი თემაზე: ,,How to find the right journal’’. ტრენერმა ისაუბრა ისეთი გამოწვევის შესახებ, როგორიცაა საუკეთესო ჟურნალის შერჩევა სტატიის გამოსაქვეყნებლად, გაუზიარა მსმენელს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. ასევე, განიხილა სტრატეგიები და ინსტრუმენტები, რაც დაეხმარებათ ავტორებს ჟურნალის შერჩევის პროცესში. ვებინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტ გეომედის მაგისტრატურის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

უნივერსიტეტ გეომედის მენეჯმენტისა და ბიზნესის ლაბორატორიაში ბიზნეს ქეისების კონკურსი გაიმართა

უნივერსიტეტ გეომედის მენეჯმენტისა და ბიზნესის ლაბორატორიაში ბიზნეს ქეისების კონკურსი გაიმართა

8 მაისს მენეჯმენტისა და ბიზნესის ლაბორატორიაში გაიმართა ბიზნეს ქეისების კონკურსი, სადაც მონაწილეობდნენ ჯანდაცვის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. პირველი ადგილი დაიმსახურეს თამარ სიხუაშვილმა და ლუკა იაკობიძემ მათ გადაეცათ სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.

უნივერსიტეტ გეომედის სტუმრობა ოლიმპიურ მუზეუმში

უნივერსიტეტ გეომედის სტუმრობა ოლიმპიურ მუზეუმში

უნივერსიტეტ გეომედის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტები 25 აპრილს სტუმრად იმყოფებოდნენ ოლიმპიურ მუზეუმში. სტუდენტებს უმასპინძლა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა, მსოფლიოს რეკორდსმენმა, ათგზის ოლიმპიური თამაშების მონაწილემ, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს უჩვენეს ფილმი – ,,ერთი ჩემპიონის ისტორია” ლეგენდარული ტყვიის მსროლელის ნინო სალუქვაძის შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

2025 8 აპრილს უნივერსიტეტ გეომედის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, ალექსანდრე ლოლაძემ სტუდენტებისათვის ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრა მიზნად ისახავდა პორტფოლიოს შესახებ სტუდენტთა ინფორმირებულობას. საინფორმაციო შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში. შეხვედრა ჩატარდა ინტერაქტიურ რეჟიმში.