სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2025 წლის 13 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები მედიცინის, სტომატოლოგიის, რეაბილიტაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს კომისიამ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები: I ადგილი  –  Swarali Chodnekar (უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტი) II ადგილი  – Pooja Hiteshbhai Rajput (უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტი) III ადგილი …

სამეცნიერო შეხვედრა

სამეცნიერო შეხვედრა

უნივერსიტეტ გეომედის თაოსნობით გაიმართა მორიგი სამეცნიერო შეხვედრა. უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ამავე ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები, ასევე სტუმრები იტალიიდან, სომხეთიდან და პოლონეთიდან. შეხვედრაზე განხილული იყო მედიცინის სფეროში აქტუალური საკითხები და დაიგეგმა მომავალი ერთობლივი სამეცნიერო კვლევები. შეხვედრა გაიმართა მაღალ პროფესიულ დონეზე.

ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

1. შპს უნივერსიტეტი გეომედი, საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ (მუხლი 34, მუხლი 35) და აკადემიური პერსონალის არჩევისა და დანიშვნის წესის საფუძველზე, აცხადებს ღია კონკურსს სტომატოლოგიის და მედიცინის (დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა) ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. სტომატოლოგიის ფაკულტეტი (მიმართულება: თერაპიული სტომატოლოგია):პროფესორი – 1ასოცირებული პროფესორი – 1 მედიცინის ფაკულტეტი …

ცხადდება კონკურსი ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე

I. ცხადდება ღია კონკურსი შპს უნივერსიტეტი გეომედის  ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  სამეცნიერო თანამდებობის   დასაკავებლად – 2 ვაკანსია. II. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება 5 (ხუთი) წლის  ვადით შეუძლია პირს, რომელსაც აქვს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება,  ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები …

ვებინარი: How to find the right journal

ვებინარი: How to find the right journal

13 მაისს ელსევიერის ტრენერის Alison Ferrett-ის მიერ ჩატარდა ვებინარი თემაზე: ,,How to find the right journal’’. ტრენერმა ისაუბრა ისეთი გამოწვევის შესახებ, როგორიცაა საუკეთესო ჟურნალის შერჩევა სტატიის გამოსაქვეყნებლად, გაუზიარა მსმენელს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. ასევე, განიხილა სტრატეგიები და ინსტრუმენტები, რაც დაეხმარებათ ავტორებს ჟურნალის შერჩევის პროცესში. ვებინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტ გეომედის მაგისტრატურის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.