სიმპოზიუმი თემაზე „დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე”

2019 წლის 12 აპრილს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ატარებს სიმპოზიუმს თემაზე “დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე”. სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი წარჩინებული მკვლევარები. სიმპოზიუმი ჩატარდება სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”.

შეხვედრა სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებთან

2019 წლის 18 მარტს შპს სასწავლო უნივერისტეტ გეომედში გაიმართა სტომატოლოგიის ფაკულტეტისა და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის შეხვედრა აღნიშნული ფაკულტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან. შეხვედრაზე განხილული იყო სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მოდიფიცირების და მასში ცვლილებების შეტანის საკითხები, ასევე პროგრამის სწავლის შედეგები. კურსდამთავრებულებმა და სტუდენტებმა გამოთქვეს თავისი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთნ დაკავშირებით.

ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდები (OSCE)

სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტზე, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დაინერგა და მიმდინარეობს ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდები (OSCE). გამოცდები ტარდება უნივერსიტეტ გეომედის სიმულაციურ კლინიკიკაში, სადაც სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოავლიონ ის კლინიკური უნარ-ჩვევები, რისი ცოდნაც აუცილებელია მომავალი ექიმებისათვის.  

MCI-ის მოსამზადებელი კურსები

უნივერსიტეტ გეომედში დაიწყო ინდოეთის სამედიცინო საბჭოს (MCI) მოსამზადებელი კურსები FMGE გამოცდებისათვის. კურსებს ჩაატარებენ ინდოეთის სამედიცინო აკადემიიდან მოწვეული პედაგოგები.