საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია. მისი მთავარი მიზანია საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება, ინტერნაციონალიზაციის პროცესის და კოლაბორაციული პროექტების ხელშეწყობა, პარტნიორული კავშირების გამყარება სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტებთან და საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან. სამსახურის ერთ-ერთ მოვალეობაა სტუდენტების, მკვლევარების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის ინფორმირებულობა და ჩართვა საერთაშორისო გაცვლით პროექტებში, კონფერენციებსა თუ სემინარებში, მათთვის დახმარების გაწევა ამ მიმართულებებით; მულტიკულტურული გარემოს ჩამოყალიბება და მათი ხელშეწყობა.
აღიარება და წევრობა
უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები შეესაბამება მოთხოვნილ ევროპულ სტანდარტებს, რაც მტკიცდება ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე მინიჭებული აკრედიტაციებით. მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავებულია და აკრედიტირებულია WFME სტანდარტებით და აღიარებულია სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ფონდის (FAIMER) მიერ.
ინდოეთის სამედიცინო კომიტეტი (NMC)
ინდოეთის სამედიცინო კომიტეტი (ყოფილი ინდოეთის სამედიცინო საბჭო) არის ოფიციალური უმაღლესი იურიდიული ორგანო, რომელიც არეგულირებს სამედიცინო განათლების საკითხებს და საზღვარგარეთ მიღებული სამედიცინო განათლების აღიარების პროცედურებს ინდოეთში. გეომედი ინდოეთის სამედიცინო საბჭოს მიერ აღიარებულია 2015 წლიდან.
თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭო (CoHE)
სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი 2020 წლიდან აღიარებულია თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს მიერ, რომელიც პასუხისმგებელია თურქეთის უმაღლესი განათლების სისტემაზე.
სამედიცინო განათლების ევროპული ასოციაცია (AMEE)
უნივერსიტეტი გეომედი სამედიცინო განათლების ევროპული ასოციაციის (AMEE) წევრია. AMEE 1972 წელს დაარსდა დიდ ბრიტანეთში და მასში ხუთი კონტინენტის 90-ზე მეტი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი და ეროვნული სამედიცინო ასოციაციაა გაწევრიანებული.
საერთაშორისო თანამშრომლობა
უნივერსიტეტი მემორანდუმების საფუძველზე თანამშრომლობს ევროპის, აზიის და ამერიკის უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებთან, კლინიკებთან, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს გაიმდიდრონ ცოდნა საერთაშორისო გამოცდილებით. უნივერსიტეტი ორიენტირებულია წაახალისოს და ხელი შეუწყოს მათ ჩართულობას სხვადასხვა კვლევით თუ საგანმანათლებლო პროექტებში.
სტუდენტებს, აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს გაცვლითი პროგრამებისა და გრანტების შესახებ ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ შემდეგი ვებგვერდებიდან:
- www.erasmusplus.org.ge
- www.mes.gov.ge
- www.ge.usembassy.gov
- www.studinfo.edu.aris.ge
- www.exchangeprogram.ge
- www.britishcouncil.org
- www.worldscholarshipforum.com/ka
- www.eduguide.ge
- www.euraxess.ec.europa.eu
საკონტაქტო ინფორმაცია
international.relations@geomedi.edu.ge
info@geomedi.edu.ge