სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის/პროექტების ეფექტური და შეუფერხებელი განხორციელებისათვის, კვლევების ხარისხის ამაღლებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით უნივერსიტეტში შექმნილია სამეცნიერო ფონდი. ფონდს ხელმძღვანელობს ფონდის საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან უნივერსიტეტის რექტორი, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და 2 მოწვეული პირი.
ფონდის მიზნებია უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსება, ასევე უნივერსიტეტის ფარგლებში მიმდინარე/განსახორციელებელი სამეცნიერო-კვლევითი პროექტებში ახალგაზრდა მეცნიერების ჩართვა და მკვლევართა ახალი თაობის მომზადება.
ფონდის საქმიანობა
სამეცნიერო ფონდი ხელს უწყობს უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ეფექტურ და შეუფერხებელ განხორციელებას, ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელთა აღზრდას, მეცნიერული მუშაობისათვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა/ჩატარებას (სამეცნიერო გრანტები, ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, შესაბამისი სფეროს სპეციალისტების/მეცნიერების მოწვევა ლექცია-სემინარების ჩატარების მიზნით, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება, საერთაშორისო კონფერენციებში უნივერსიტეტის პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა და სხვ.) და მათი დაფინანსების/თანადაფინანსების უზრუნველყოფას.
სამეცნიერო ფონდი მისი მიზნების/ამოცანების მისაღწევად და ფუნქციების განსახორციელებლად თანამშრომლობს უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან, სამეცნიერო-კვლევით ერთეულებთან, აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალთან, როგორც უნივერსიტეტის, ასევე საზღვარგარეთის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან.