- ბიბლიოთეკის შესახებ
- ელექტრონული კატალოგი
- პლაგიატი
- EBSCO
- ELSEVIER
- ღია წვდომის ბაზები
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ძირითადი ფუნქციაა გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებით წიგნადი და ელექტრონული ფონდების ორგანიზაცია და გამოყენება, მიზნით-მომხმარებელთა სულ უფრო მზარდი საბიბლიოთეკო-საინფორმაციო მოთხოვნილების მაქსიმალური დაკმაყოფილება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. გეომედის ბიბლიოთეკას აქვს სტანდარტით გათვალისწინებული სივრცეები მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც ბიბლიოთეკაში ქმნიან ისეთ ფიზიკურ და ვირტუალურ გარემოს, სადაც სტუდენტებისა და სხვა მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია სამამულო და საერთაშორისო ბეჭდური და ციფრული რესურსები. ეს სივრცეებია: აბონენტი და სამკითხველო დარბაზი, კომპიუტერების დარბაზი, საცავი, საკონსულტაციო ოთახი და გამრავლების უბანი (ქსეროქსი, აკინძვა და სხვა). ბიბლიოთეკა მუშაობს კვირაში ექვსი დღე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
ბიბლიოთეკის რესურსები მუდმივად განახლებადია – მოქმედებს მომხმარებელთა მიერ ბიბლიოთეკის ინტელექტუალურ რესურსებზე არარსებული რესურსის მოთხოვნის რეესტრი, რომლის შესაბამისადაც ივსება ბიბლიოთეკის ბეჭდური და ციფრული ფონდები. ელექტრონული ბაზები და წიგნების ელექტრონული კატალოგი ხელმისაწვდომია როგორც ბიბლიოთეკაში, ისე ბიბლიოთეკის გარეთ. ასევე, სტუდენტების განკარგულებაშია EBSCO-ს ელექტრონული ბაზები (11 ბაზა) და Elsevier-ის ბაზები: ScienceDirect® – (დაახლოებით 2 000 სამეცნიერო ჟურნალი); Scopus® – ციტირებისა და აბსტრაქტების უდიდესი საერთაშორისო ბაზა მსოფლიოში.
ბიბლიოთეკის დირექტორის მიერ პერიოდულად იგეგმება და ტარდება ტრენინგები საბიბლიოთეკო ელექტრონული ბაზების გამოყენების თაობაზე. სამამულო და საერთაშორისო ციფრული და ბეჭდური რესურსების შესყიდვის გზით ხდება ბიბლიოთეკის ფონდების მუდმივი განახლება. დეტალურად ბიბლიოთეკის დანიშნულების, ფუნქციების და სარგებლობის შესახებ გაწერილია ბიბლიოთეკის დებულებაში და ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებში.
ბიბლიოთეკის დებულება
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები
ელ. წიგნების ბაზა სტუდენტებისათვის
ბიბლიოთეკის სერვისები
სამკითხველო დარბაზი – ბიბლიოთეკაში განთავსებულია მრავალადგილიანი კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზი, სადაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეუძლიათ იმუშაონ წყნარ და კომფორტულ გარემოში.
კომპიუტერული რესურსცენტრი დაკომპლექტებულია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, ინტერნეტით, არსებობს შესაფერისი გარემო მომხმარებლისათვის სრულყოფილი კომპიუტერული მომსახურების გაწევისათვის. კომპიუტერული რესურსცენტრი მუშაობს კვირაში 6 დღე, კვირის გარდა. კომპიუტერით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ პერსონალს. მისი სარგებლობისას დაშვებულია:
ა) ტექსტის შეყვანა და რედაქტირება
ბ) ინტერნეტით მასალების მოძიება და გადმოწერა
გ) ლიტერატურაზე მუშაობა ელექტრონული ვერსიებით
დ) ელექტრონული ფოსტით სარგებლობა
ე) სასწავლო პროგრამებზე მუშაობა
ვ) სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების გამოყენება/სარგებლობა
ასლის გადაღებისა და მასალის ამობეჭდვის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია წინასწარ შეკვეთის საფუძველზე, საავტორო უფლებების დაცვის ინსტრუქციებისა და შენახვის მოთხოვნების შესაბამისად, როგორც პირადად, ასევე ელექტრონულად. ამისათვის, თქვენთვის სასურველი მასალის მითითებით უნდა გააგზავნოთ შეკვეთა მისამართზე: print.library@geomedi.edu.ge. ასლის გადაღებისა და ამობეჭდვის სერვისი ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 სთ.
საკონსულტაციო ოთახის დაჯავშნა და მისით სარგებლობა შეუძლიათ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და თანამშრომლებს, ბიბლიოთეკის სამუშაო საათების განმავლობაში წინასწარი დაჯავშნის საფუძველზე.
საკონტაქტო ინფორმაცია: library@geomedi.edu.ge
პლაგიატის შესახებ
პლაგიატი (აკადემიური სიყალბე) არის სხვისი იდეების ან ტექსტის გამოყენება საკუთარი სახელით, წყაროს მითითების გარეშე. ტერმინი „პლაგიატი” ლათინური plagiatrus-დან მომდინარეობს და ადამიანთა მოტაცებას ნიშნავს.
პლაგიატის სახეები
- პირდაპირი პლაგიატი (წყაროდან სიტყვა-სიტყვით გადმოწერა ციტირების ან სხვა ტიპის მითითების გარეშე)
- თვითპლაგიატი (საკუთარი მოსაზრებების გამეორება მითითების გარეშე)
- მოზაიკური პლაგიატი (სხვადასხვა წყაროდან აღებული მოსაზრებების გაერთიანება, როდესაც არ ხდება ცალკეული ავტორების მითითება)
- შემთხვევითი პლაგიატი (კვლევის საწყის ეტაპზე დაუდევრობა, თუმცა შედეგის გამო ისეთივე დარღვევაა, როგორიც გამიზნული პლაგიატი)
პლაგიატის თავიდან არიდება
პლაგიატის თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია:- მიეთითოს გამოყენებული ინფორმაციის ზუსტი წყარო
- აღინიშნოს იმ ადამიან(ებ)ის დამსახურება, ვინც დაგეხმარათ წერილობითი ნაშრომის შესრულებაში
- გამოყენებული ციტატები ჩასმული უნდა იყოს ბრჭყალებში, წყაროს ზუსტი დასახელებით
- არ იყოს გამოიყენებული ინტერნეტში განთავსებული მასალები მითითების გარეშე
- საკუთარი, უკვე გამოქვეყნებული მასალის ციტირებისას გააკეთდეს შესაბამისი მითითება
პლაგიატის პრევენცია
პლაგიატის პრევენციის მიზნით, უნივერსიტეტში, პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, სავალდებულო საგნის სახით ისწავლება აკადემიური წერა. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებში აკადემიური წერის სასწავლო კურსის შეთავაზება ხდება სწავლების პირველ ან მეორე ეტაპზე, ხოლო მაგისტრატურის საფეხურზე – სწავლების პირველ ეტაპზე.
პასუხისმგებლობა პლაგიატობაზე
პლაგიატობის დაფიქსირების შემთხვევაში უნივერსიტეტ გეომედის აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის მუდმივმოქმედი კომისია შეისწავლის დარღვევის ფაქტებს და მოამზადებს შესაბამის დასკვნას, რომელიც გადაეცემა უნივერსიტეტის რექტორს შემდგომი რეაგირებისათვის.
ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ უფასოდ ისარგებლოთ ელექტრონული ბაზების პაკეტით – EBSCO package, რომელიც საერთაშორისო ელექტრონული რესურსების: ელექტრონული წიგნების, ჟურნალების, პერიოდული გამოცემების, სატელევიზიო და რადიოს საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიპტების კოლექციის ნახვისა და გამოყენების საშუალებას იძლევა.
EBSCO-ს ელექტრონული ბაზებით სარგებლობის ინსტრუქცია
ბაზის დასახელება |
აღწერა |
Academic Search Elite | მრავალფეროვანი აკადემიური რესურსებისგან შედგება სხვადასხვა საგნის ათასობით ჟურნალის ტექსტების, აბსტრაქტების და ინდექსირებული ჟურნალებისგან. მონაცემთა ბაზა ჟურნალების უმეტესობაში, შეიცავს PDF ფორმატის ფაილებს. ბევრი ამ მასალებიდან არის ტექსტ შიგნით ძიებადი ან ფერადად დასკანირებული. Academic Search Elite, მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს Associated Press – ის ვიდეო მასალებზე წვდომასაც გვთავაზობს. საძიებო ველში ჩაწერილი სიტყვების შესაბამისი ვიდეო მასალები შედეგებში გამოჩნდება. მონაცემთა ბაზაში 1930 წლიდან დღემდე შექმნილი ვიდეო მასალებია თავმოყრილი და მათი განხლება ყოველთვიურად ხდება. 60 000 ვიდეოსგან შემდგარი ვიდეოკოლექცია მრავალფეროვანი შინაარსისაა. მთელს მსოფლიოში, აკადემიური ინსტიტუტები ამ მონაცემთა ბაზას იყენებენ სამეცნიერო ინფორმაციის მოსაპოვებლად. მკვლევართა საჭიროებებზე მორგებული ეს მონაცემთა ბაზა ძვირფას და მრავალფეროვან, მულტიდისციპლინარულ მასალებს შეიცავს საბუღალტრო, საბანკო და საფინანსო, საერთაშორისო ბიზნესის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და სხვა დისციპლინებში და ჟურნალების და გამოცემების სრულ ტექსტებზე და სხვა მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომის საშუალებას გვაძლევს. |
Business Source Elite | ეს რესურსი გთავაზობთ სამეცნიერო ჟურნალებს, ბიზნესის, მენეჯმენტის და ეკონომიკის დარგში. კოლექცია შეიცავს სხვადასხვა თემაზე, მაგ. ბუღალტერია, საბანკო საქმე, ფინანსები, მარკეტინგი, გაყიდვები და სხვა, გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს. მონაცემთა ბაზა გთავაზობთ წვდომას მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს, Associated Press – ის ვიდეოთეკაზე, რომელიც შეიცავს მრავალფეროვან მასალებს 1930 წლიდან დღემდე. ვიდეოთეკა ყოველთვიურად ახლდება. |
Master FILE ELITE | სპეციალურად საჯარო ბიბლიოთეკებისთვისაა შექმნილი. ეს მონაცემთა ბაზა შეიცავს 1700-მდე პერიოდულ გამოცემას, რომელიც ინფორმაციას მოგაწვდით ბიზნესის, ჯანმრთელობის, განათლების, ზოგანი მეცნიერების, მულტიკულტურული და სხვა მრავალი სფეროში. ის ასევე შეიცავს 500-ზე მეტი წიგნის სრულ ტექსტს, 81 900 ზე მეტ პირველად დოკუმენტის წყაროს და ფოტოების კოლექციას, რომელიც 935 000 ფოტოსგან, რუქისა და დროშისგან შედგება. |
Medline | ავტორიტეტული სამედიცინო ინფორმაციის წყაროა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მედიცინის სხვადასხვა დარგების შესახებ, როგორიცაა: საექთნო საქმე, სტომატოლოგია, ვეტერინარია, ჯანდაცვის სისტემა, პრეკლინიკური საგნები და სხვა. ეს მონაცემთა ბაზა შექმნილია მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის MEDLINE – ის მიერ და იყენებს MeSH (Medical Subject Headings) ინდექსირებას, რაც 5600 ზე მეტი ამჟამინდელ სამედიცინო გამოცემაზე წვდომის საშუალებას იძლევა. |
Health Source: Consumer Edition + Nursing/Academic Edition | გთავაზობთ 1000-ზე მეტ სამეცნიერო სრულ ტექსტს სამედიცინო დისციპლინებზე, მათ შორის, კრიტიკული პაციენტების მოვლა, ფსიქიკური ჯანმრთელბა, ბავშვებისა და ზრდასრულების ფსიქიატრიული მკურნალობა, საექთნო საქმე, ექთნების მართვა, საექთნო ეთიკა, დამოკიდებულების და სარეაბილიტაციო კონსულტაცია, სამედიცინო სამართალი, რეპროდუქციული მედიცინა, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა და ა.შ. |
Library Information Science & Technology Abstracts (LISTA) | მოიცავს 580 ძირითადი ჟურნალის ინდექსებს, 50 ზე მეტ პრიორიტეტულ ჟურნალს და დაახლოებით 15 სელექციურ ჟურნალს, წიგნებს, კვლევის ანგარიშებს და ა.შ. ამ მონაცემთა ბაზაში მასალები 1960 წლიდანაა ხელმისაწვდომი. EBSCO-ს სურვილია მუდმივად შემოგთავაზოთ LISTA-ზე წვდომა. ლექსიკონში შესულია 11 200-ზე მეტი ტერმინი, რომელთაგან 4 090 პრიორიტეტული ტერმინია. მონაცემთა ბაზაში შესულია ავტორების პროფილები. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მონაცემთა ბაზის 5 200-ზე მეტი ხშირად ინდექსირებული ავტორის ნაშრომებზე ჰქოდეთ წვდომა. მაგალითად, იმ საგნის ტერმინებს, რომლებიც ყველაზე მეტად ასახავს სტატიის შინაარსს და იმ პუბლიკაციებს, სადაც ავტორს დაუბეჭდავს თავისი ნაშრომები. |
GreenFILE | სამეციერო, სამთავრობო და პოპულარული ხასიათის მასალების კოლექციაა, რომელიც შეიცავს ისეთი შინაარსის მასალებს, როგორიცაა, გარემო ფაქტორების გავლენა ინდივიდებზე, კორპორაციებზე და ადგილობრივ თვითმმართველობასა და მთავრობაზე და რა შეიძლება ვიღონოთ ამის გამოსასწორებლად. ეს უფასო კვლევითი მონაცემთა ბაზა გთავაზობთ 780 000-ზე მეტი ჩანაწერის ინდექსსა და აბსტრაქტს და 11 000-ზე მეტ სრულ ტექსტს. ძირითადი ჟურნალებია სოფლის მეურნეობა, ეკოსისტემა და გარემო, კონსერვაციული ბიოლოგია, ტყის ეკოლოგია და მართვა, მწვანე ენერგიის საერთაშორისო ჟურნალი, ველური ბუნების მართვა. |
ERIC (the Education Resource Information Center) | გთავაზობთ ინფორმაციაზე წდომას სხვადასხვა ჟურნალებიდან, რომლებიც ინდექსირებულია როგორც Current Index of Journals in Education დ ა Resources in Education Index. მონაცემთა ბაზა შეიცავს 1.4 მილიონზე მეტ ჩანაწერს და გთავაზობთ ბმულებს 337 000-ზე მეტ სრულ ტექსტზე. |
Newspaper Source | გთავაზობთ სრულ სატელევიზიო და რადიო სიახლეების ტრანსკრიპტებს შემდეგი არხებიდან: CBS News, CNN, CNN International, FOX News, NPR დ ა სხვა. ეს მონაცემთა ბაზა გთავაზობთ სრულ ტექსტს ასობით ეროვნული (ა.შ.შ), საერთაშორისო და რეგიონული გაზეთებიდან. გარდა ამისა, ის გთავაზობთ სატელევიზიო და რადიოს საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიპტებს. |
Regional Business News | არის მრავალფეროვანი მონაცემთა ბაზა, რომელიც გთავაზობთ სრულ ტექსტებს ბიზნეს პუბლიკაციებზე აშშ და კანადის მასშტაბით. იგი ფარავს ნებისმიერ ინფორმაციას, იქნება ეს საპრეზიდენტო კანდიდატების ბიოგრაფია, რესტორნების ფრენჩაიზი თუ სავაჭრო ქსელი, ბიზნესის დაგეგმვა თუ პოლიტიკური თანამონაწილეობა. Regional Business News-ს კონტენტს აწვდიან ბიზნესის სფეროში წამყვანი გამომცემლობები The Washington Post, PR Newswire US და ა.შ.. ძირითადი რესურსებია გაზეთები, რადიო და სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიპტები, პუბლიკაციების და ჟურნალების სრული ტექსტები ბოლო 20 წლის განმავლობაში. |
ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ უფასოდ ისარგებლოთ Elsevier-ის შემდეგი ბაზებით: Scopus, Science Direct.
ბაზის დასახელება |
აღწერა |
Scopus | წარმოადგენს უდიდეს ელ. ბაზას, რომელიც აერთიანებს ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს, აბსტრაქტებსა და ციტირების მაჩვენებლებს. ის მოიცავს 5000-ზე მეტი გამომცემლის 22,800 სათაურს, კონფერენციის მასალებს და ა.შ. უზრუნველყოფს სრულყოფილ სურათს მსოფლიოში მიმდინარე კვლევების ტენდენციის შესახებ მეცნიერების, ტექნოლოგიის, მედიცინის, ჰუმანიტარულ და სოციალურ დარგებში. სკოპუსი შექმნილია მკვლევართა საჭიროებებისთვის და უზრუნველყოფს მათ მაღალი ხარისხის, რელევანტური სამეცნიერო ინფორმაციით. |
ScienceDirect | არის მსოფლიოში ავტორიტეტული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა, რომელიც გვთავაზობს მილიონობით სრულ ტექსტს, მათ შორის ჟურნალის სტატიებსა და წიგნის ქვეთავებს. უზრუნველყოფს სანდო, მაღალხარისხიანი და ინტერდისციპ ლინარული კვლევების ფართო სპექტრს, რაც ეხმარება მკვლევარებს სწორად მოახდინონ სასურველი მასალის მოძიება და კვლევის მართვა. ის არის განვითარებადი, დინამიკური საცავი, რომელსაც მუდმივად აახლებენ სხვადასხვა სფეროში წარმოდგენილი უახლესი კვლვევებით. |
ბაზებზე წვდომა შესაძლებელია როგორც ორგანიზაციიდან, ასევე დისტანციურად.
დისტანციურად წვდომისათვის საჭიროა ინდივიდუალურად ავტორიზაციის გავლა ინსტიტუციური ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
Scopus-ის ბაზებზე წვდომის მიზნით მიჰყევით ბმულს: www.scopus.com
Science Direct-ის რესურსებზე წვდომის მიზნით მიჰყევით ბმულს: www.sciencedirect.com
MedPix® არის სამედიცინო მასალების, გამოსახულებების და კლინიკური თემების ღია წვდომის მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს 53,000 სურათს და 13,000 სამედიცინო შემთხვევას. ბაზა ძირითადან განკუთვნილია ექიმების, ექთნების, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისათვის. ასევე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. მასალა კლასიფიცირებულია დაავადებათა ლოკაციის, პათოლოგიური კატეგორიების და გამოსახულებების (სურათების) მიხედვით. ვებგვერდზე განთავსებული მასალა გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და მრავალფეროვნებით.
GUTENBERG PROJECT უძველესი ციფრული ბიბლიოთეკა, რომლის მთავარი მიზანიცაა ხელი შეუწყოს ელექტრონული წიგნების შექმნას, დაარქივებას და გავრცელებას. პროექტი 1971 წელს დაარსდა და იყო ელექტრონული წიგნების პირველი მომწოდებელი. ის უზრუნველყოფს უფასო წვდომას ათასობით მულტიდისციპლინურ ელექტრონულ წიგნზე.
DOAJ (Directory of Open Access Journals) არის მრავალფეროვანი, ღია წვდომის ჟურნალების ვრცელი ბაზა, რომლის მიზანია გაზარდოს მაღალი ხარისხის, რეცენზირებადი სამეცნიერო კვლევითი ჟურნალების ხელმისაწვდომობა და გამოყენება.