რამაზ მეტრეველი

რამაზ მეტრეველი

უნივერსიტეტი გეომედი ღრმა მწუხარებით იუწყება, ერთგული თანამშრომლის, რამაზ მეტრეველის გარდაცვალებას. იგი წლების განმავლობაში ერთგულად ზრუნავდა უნივერსიტეტის გარემოზე და თავისი შრომით არაერთი კუთხე გაალამაზა. ბუნების, სილამაზისა და წესრიგის სიყვარული, დაუღალავი შრომა, სიმშვიდე და ერთგულება მის ყოველდღიურ საქმიანობაში ყოველთვის იგრძნობოდა. მისი მზრუნველობით შექმნილი მწვანე სივრცეები და გამწვანებული ეზოები კიდევ დიდხანს შეგვახსენებს მის თავდადებასა და სიყვარულს იმ საქმის …

გურამ (გოჩა) ამყოლაძე

გურამ (გოჩა) ამყოლაძე

უნივერსიტეტი გეომედი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფუძემდებელი, გურამ (გოჩა) ამყოლაძე. ბატონი გოჩა ათეული წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებას და მომავალი თაობების აღზრდას. თავისი ღრმა ცოდნით, პროფესიონალიზმით და პედაგოგიური საქმიანობისადმი განსაკუთრებული ერთგულებით, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების …

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი1.1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს შპს უნივერსიტეტ გეომედის ნებისმიერ სტუდენტს, მათ შორის სტატუს შეჩერებულს. 2. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა2.1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლის პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.2.2. დამატებითი სემესტრის სტუდენტს …

შპს უნივერსიტეტ გეომედში 2026-2027 ს/წ შემოდგომის სემესტრში მობილობის განმახორციელებელი სტუდენტების საყურადღებოდ!

1. მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 24 აგვისტოდან – 2026 წლის 8 სექტემბრის 18:00 სთ-მდე. 2. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის შპს უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2026 წლის 11 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 სთ-დან – 17:00 სთ-მდე.წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:• პირადობის მოწმობის ასლი• …