ტრენინგი: ბიბლიოთეკის სერვისები და მათი გამოყენება

2025 წლის 14 იანვარს მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის, ნანა ცერცვაძის მიერ ჩატარდა ტრენინგი „ბიბლიოთეკის სერვისები და მათი გამოყენება“. ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებისთვის საბიბლიოთეკო სერვისების, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენების გზებისა და წვდომასთან დაკავშირებული საკითხების გაცნობა.