23 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისათვის. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე – ნანა ცერცვაძე. აღნიშნული ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებისათვის საბიბლიოთეკო სერვისების გაცნობა, რათა მათ გაუადვილდეთ სასურველი რესურსებისა და სერვისების მოძიება და მიღება. ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ისაუბრა ასევე, EBSCO-სა და ELSEVIER-ის ბაზების მნიშვნელობაზე, მათი …