შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში 2020-2021 ს/წ შემოდგომის სემესტრში მობილობის განმახორციელებელი სტუდენტების საყურადღებოდ!

მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა – 2020 წლის 31 ივლისიდან 2020 წლის 19 აგვისტოს 18:00 სთ–მდე. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2020 წლის 25 აგვისტოდან 09 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთ–დან – 17სთ–მდე. წარმოსადგენი საბუთების ნუსხა: პირადობის მოწმობის ასლი ატესტატის დამოწმებული ასლი …

პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, თეორიული და პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია

2020 წლის 16 ივლისს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სამეცნიერო, თეორიული და პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევარებმა და პროფესორებმა. მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია. ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის კონფერენციის მასალებში.

სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია

2020 წლის 17 ივლისს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კვლევები და მოხსენებები მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს აქტუალურ საკითხებზე. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს, კომისიამ შეაფასა …

შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში რიგგარეშე მობილობის განმახორციელებელი სტუდენტების საყურადღებოდ!

შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი“-ს სტუდენტებისათვის რიგგარეშე მობილობა განხორციელდება გამარტივებული წესით.1. აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტების შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2020 წლის 8 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, 10 სთ-დან – 17 სთ-მდე. წარმოსადგენი საბუთების ნუსხა: • პირადობის მოწმობის ასლი• ატესტატის დამოწმებული ასლი• სტუდენტის სასწავლო ბარათის/ნიშნების …