სტუდენტების საყურადღებოდ!

მოგახსენებთ, რომ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით უნივერსიტეტი მუშაობს ონლაინ რეჟიმში სწავლების განხორციელებაზე. შექმნილია შესაბამისი პლატფორმა სასწავლო მასალების ონლაინ რეჟიმში მისაწოდებლად.შემდეგი კვირიდან ვიწყებთ სასწავლო პროცესის განხორციელებას. შესაბამისი დაწვრილებითი ინფორმაცია მოგეწოდებათ. ადმინისტრაცია

კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების (დადგენილი ფორმის მიხედვით) და სავალდებულო დოკუმენტაციის მიღება, დადგენილ ვადაში, განხორციელდება ელექტრონულად შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@geomedi.edu.ge ადმინისტრაციატელ.: 599 17 95 72 განცხადება

ყურადღება!

უნივერსიტეტი გეომედი გადასულია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე 1 აპრილამდე. ადმინისტრაცია

არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა

ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში არდადეგები გახანგრძლივდა 2020 წლის 10 აპრილამდე. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

პროფესორ არჩილ კაპანაძის საჯარო ლექცია

2020 წლის 06 მარტს, 15:00 საათზე სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გაიმართება პროფესორ არჩილ კაპანაძის საჯარო ლექცია. ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: ჰოლისტური დიაგნოსტიკური პარადიგმა მრავალუჯრედიანი ორგანიზმის მოდელი მრავალუჯრედიანი ორგანიზმის ჯანმრთელობის განსაზღვრება მრავალუჯრედიანი ორგანიზმის პრაქტიკული უკვდავების ფორმულა