2017 წლის 3 ივლისს, ოლიმპიური მზადების ცენტრში გაიმართა საქართველოს „უნივერსიადა 2017“ ძიუდოში, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა იმედა გოგოლაძემ. გეომედის სტუდენტებმა მიმდინარე უნივერსიადაზე ოქროს (სამბოში), ვერცხლის (ძიუდოში) და ბრინჯაოს (სროლაში) მედლები მოიპოვეს.
სტუდენტური ცხოვრება
2017 წლის 1 ივლისს, ჩატარდა საქართველოს „უნივერსიადა 2017“ ბადმინტონში, სადაც მიიღეს მონაწილეობა უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებმა. ვაჟებს შორის იასპარეზეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა პურვრაჯსინჰ სოლანკიმ და მოჰიტ პეტელმა, ხოლო გოგონებს შორის ნირალ ტრივედიმ და ბჰარატი სინგჰმა. საქართველოს „უნივერსიადა 2017“ საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს ბადმინტონის ფედერაციასთანს შეთანხმებით გაიმართა.
2017 წლის 29 ივნისს, სამბოს ცენტრალურ დარბაზში ჩატარდა საქართველოს „უნივერსიადა 2017“ სამბოში, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა იმედა გოგოლაძემ. საქართველოს „უნივერსიადა 2017“ საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
2017 წლის 28 ივნისს ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში, უნივერსიადაზე გაიმართა ჩემპიონატი სროლაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებმა. ვაჟებს შორის ფიზიკური მედიცინისა და რებილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა დავით ნადირაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2017 წლის 28 ივნისს უნივერსიტეტ გეომედში საქართველოს უნივერსიადის დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის უნივერსიადის ნაკრებთან. საქართველოს უნივერსიადაზე უნივერსიტეტ გეომედის სახელს დაიცავენ შემდეგი სტუდენტები: სროლა (ვაჟები) – დავით ნადირაძე, ლევან ხუროშვილი ; სროლა (გოგონები) – გვანცა მირიანაშვილი, ვერიკო გულიაშვილი ; სამბო – იმედა გოგოლაძე ; ბადმინტონი (ვაჟები) – პურვრაჯსინჰ სოლანკი, მოჰიტ პეტელ ; ბადმინტონი (გოგონები) – …