2017 წლის 16 დეკემბერს უნივერსიტეტ გეომედის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა წვეულება. წვეულებაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს როგორც ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, ასევე ინდური სიმღერები და ტრადიციული ინდური ცეკვები. დაჯილდოვდნენ წარჩინებული და წარმატებული სტუდენტები. წვეულებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
სტუდენტური ცხოვრება
2017 წლის 15 დეკემბერს უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. გამოვლინდნენ საუკეთესო ნაშრომების ავტორები: გრან პრი – ნინო ჯიბლაძე (ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი) I ადგილი – თამარ თავბერიძე (მედიცინის ფაკულტეტი) II ადგილი – აპარნა ვენკატესან (მედიცინის ფაკულტეტი) III ადგილი – ნანუკა გაგნიძე (სტომატოლოგიის ფაკულტეტი) ჟიურის სიმპათია – აშოკ კუმარ ტივარი (მედიცინის ფაკულტეტი)
უნივერსიტეტ გეომედის ფუტსალის ნაკრებმა მიმდინარე წელი გამარჯვებით დაასრულა! 2017 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ფუტსალის თასის შეხვედრაში უნივერსიტეტ გეომედის ფუტსალის (მინი, დარბაზის ფეხბურთი) ნაკრებმა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
2017 წლის 8 დეკემბერს უნივერსიტეტ გეომედში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაში ძალიან საინტერესოდ წარიმართა, თითეულმა გუნდმა კარგად წარმოაჩინა თავი, გამოვლინდნენ გამარჯვებულები: I ადგილი – „GM აღმზევლებლები“ (მედიცინის ფაკულტეტი) II ადგილი – “ტანტალი“ (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი) III ადგილი – „განკა“
2017 წლის 28 ოქტომბერს, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო ექსკურსია ვარძიასა და რაბათის ციხეში. სტუდენტებმა დაათვალიერეს იქ არსებული ღირსშესანიშნაობები. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა გაცნობა, სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.