2018 წლის 1 მარტს უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა სემინარი-კონფერენცია თემაზე “შშმ პირთა ადვოკატირება, სპორტში ჩართულობა და საზოგადოებაში ინტეგრაცია”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარაოლიმპური კომიტეტის პრეზიდენტმა, შალვა მაისურაძემ; საქართველოს პარაოლიმპური აკადემიის პრეზიდენტმა,თინათინ რევაზიშვილმა; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური აკადემიის პრეზიდეტმა, ლელა აფციაურმა; წარმატებულმა სპორტსმენებმა და წლის ბესტსელერის, “შემოვალ ეტლით” ავტორმა, შორენა ხუხუამ.
სტუდენტური ცხოვრება
2018 წლის 16 თებერვალს უნივერსიტეტ გეომედში ახალგაზრდებს შორის დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციასთან დაკავშირებით გაიმართა ცნობილი მეცნიერის, პროფესორ ნუგზარ ალექსიძის საჯარო ლექცია თემაზე – “მკვლელობისა და თვითმკვლელობის ფსიქო-ბიოლოგიური საფუძვლები”. მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა, გაიმართა დისკუსია.
უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობის მიზნით 2018 წლის 21 იანვარს მოეწყო ექსკურსია დაბა ბაკურიანში. სტუდენტებმა დრო მხიარულად გაატარეს და დაგეგმეს სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარე წელს უნივერსიტეტის უკეთ წარმოჩენისთვის.
2018 წლის 19 იანვარს უნივერსიტეტ გეომედის სტუდეტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარებას. საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტში გაიმართა გამოფენა, კინოსეანსი, შეგროვდა სხვადასხვა ნივთი, რომლითაც დაეხმარნენ წურწუმიების 10 წევრიან, სოციალურად დაუცველ, ლტოლვილ ოჯახს. ოჯახის 10 წევრიდან 5 მცირეწლოვანია, 1 ასაკოვანი შშმ პირია, რომელსაც ამპუტირებული აქვს ორივე ფეხი და …
2017 წლის 25 დეკემბერს უნივერსიტეტ გეომედში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა საახალწლო ღონისძიება „სეკრეტ სანტა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომბლებმა. უნივერსიტეტ გეომედის „სეკრეტ სანტაში“ მონაწილეების დიდი აქტივობა დაფიქსირდა, აღნიშნულმა ღონისძიებამ ხელი შეუწყო საახალწლო განწყობის ამაღლებას.