2019 წლის 18 მარტს შპს სასწავლო უნივერისტეტ გეომედში გაიმართა სტომატოლოგიის ფაკულტეტისა და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის შეხვედრა აღნიშნული ფაკულტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან. შეხვედრაზე განხილული იყო სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მოდიფიცირების და მასში ცვლილებების შეტანის საკითხები, ასევე პროგრამის სწავლის შედეგები. კურსდამთავრებულებმა და სტუდენტებმა გამოთქვეს თავისი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთნ დაკავშირებით.
სტუდენტური ცხოვრება
2018 წლის 20 ოქრომბერს, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო ექსკურსია დაშბაშის კანიონზე. სტუდენტებმა დაათვალიერეს იქ არსებული ღირსშესანიშნაობები. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა გაცნობა.
2018 წლის 3-5 ოქტომბერს დაბა ურეკში გაიმართა საერთაშორისო ფესტივალი “გადავლახოთ საზღვრები” , სადაც მონაწილება მიიღეს უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებმა. საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა AAIP საერთაშორისო ასოციაციის (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული გლობალური საერთაშორისო ასოციაცია). ორგანიზებით. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 13 ქვეყნის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების 500-ზე მეტმა წარმომადგენელმა (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, …
სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტები ადაპტური სპორტის კურსის ფარგლებში ეწვივნენ თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრს. სტუდენტებმა დაათვალიერეს ცენტრი,სადაც პარასპორტსმენები ვარჯიშობენ და რეაბილიტაციას გადიან, დაესწრნენ პარა მოფარიკავეებისა და პარამშვილდოსნობის ვარჯიშებს, მონაწილეობა მიიღეს ვარჯიშების შეფასებაში. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა რევაზ რევაზიშვილმა სტუდენტებს სრული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში პარასპორტის განვითარების ისტორიისა და ქართველი …
ა.წ. 2 მაისს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში თერაპიულ სტომატოლოგიაში სარეზიდენტო პროგრამის განხორციელების ფარგლებში, საექიმო სპეციალობის მაძიებელთა – გვანცა კვარაცხელიასა და ლანა აბრუმიას მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები თემაზე: 1. ექიმთა მიერ დაშვებული შეცდომები და გართულებები კბილის კარიესის მკურნალობის დროს. 2. თავისუფალი დიზაინის საკითხი კბილთა დეფექტების რესტავრაციის დროს.