მოგახსენებთ, რომ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით უნივერსიტეტი მუშაობს ონლაინ რეჟიმში სწავლების განხორციელებაზე. შექმნილია შესაბამისი პლატფორმა სასწავლო მასალების ონლაინ რეჟიმში მისაწოდებლად.შემდეგი კვირიდან ვიწყებთ სასწავლო პროცესის განხორციელებას. შესაბამისი დაწვრილებითი ინფორმაცია მოგეწოდებათ. ადმინისტრაცია
განცხადებები
უნივერსიტეტი გეომედი გადასულია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე 1 აპრილამდე. ადმინისტრაცია
ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში არდადეგები გახანგრძლივდა 2020 წლის 10 აპრილამდე. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში 4 მარტიდან – 16 მარტამდე შეჩერდება სასწავლო პროცესი. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია
შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის რიგგარეშე მობილობა განხორციელდება გამარტივებული წესით. აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტების შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2020 წლის 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, 10 სთ-დან – 17 სთ-მდე. წარმოსადგენი საბუთების ნუსხა: • პირადობის მოწმობის ასლი• ატესტატის დამოწმებული ასლი• სტუდენტის სასწავლო ბარათის/ნიშნების …











