2023 წლის 3 თებერვალს, 13:00 საათზე, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება სამეცნიერო სემინარი თემაზე “ქართული სამკურნალო მცენარეების ანტიოქსიდანტური პოტენციალის განსაზღვრა და მათი გამოყენების პერსპექტივები ოქსიდაციურ სტრესთან დაკავშირებული პათოლოგიების სამკურნალოდ”. მომხსენებელი უნივერსიტეტ გეომედის პროფესორი, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ვალენტინა მიტოვა. სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
განცხადებები
1. მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2023 წლის 30 იანვრიდან – 2023 წლის 8 თებერვლის 18:00 სთ–მდე. 2. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2023 წლის 10 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, 10:00 სთ–დან – 17:00სთ–მდე. წარმოსადგენი საბუთების ნუსხა: პირადობის მოწმობის …
1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი1.1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ნებისმიერ სტუდენტს, მათ შორის სტატუს შეჩერებულს. 2. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა2.1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლის პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.2.2. დამატებითი სემესტრის …
2022 წლის 26 დეკემბერს, 12:00 საათზე, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საჯარო ლექცია სტუდენტებისათვის თემაზე “სტუდენტთა სამართლებრივი უფლებები და ეთიკის კოდექსი”. ლექციას წარუძღვება სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს დამფუძნებელი, საპროკურორო საბჭოს წევრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აკრედიტებული ტრენერი, შპს „სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი“-ს იურიდიული სამსახურის უფროსი და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი ქალბატონი თეა ჭეიშვილი. ლექცია …
გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკაში წიგნად ფონდს დაემატა შემდეგი ახალი წიგნები: გოგილაშვილი ქ., ნაცვლიშვილი თ. – კლინიკური პაროდონტოლოგია. ტომი 1. 2022. გოგილაშვილი ქ., ნაცვლიშვილი თ. – პაროდონტის დაავადებების არაქირურგიული და ქირურგიული მკურნალობა. ტომი 2. 2022. რედ.: იაშვილი ი. – საქართველოს საზოგადოებრივი გეოგრაფია. 2021.