2019 წლის 30-31 ოქტომებრს, თბილისში ჩატარდა Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული საკონტაქტო სემინარი, რომლის მიზანიც იყო გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში პირდაპირი კონტაქტების დამყარება ქართველ და ევროპელ პარტნიორებს შორის. საკონტაქტო სემინარში აქტიური მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტ გეომედის წარმომადგენლებმა. ღონისძიების ფარგლებში მოხდა შეხვედრები ევროპის 11 ქვეყნის 46 უნივერსიტეტთან. დაისახა მომავალი თანამშრომლობითი გეგმები ევროპის რამოდენიმე საგანმანათლებლო ცენტრთან.
კონფერენციები და სემინარები
2019 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა (GENOC) და ოლიმპიური აკადემიის (GENOA) და უნივერსიტეტ გეომედის ერთობლივი ინიციატივით უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო კონფერენცია “სპორტსმენი 365”. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება სოკ-ის საგანმანათლებლო პლატფორმისა დაოლიმპიური მოძრაობის ღირებულებებისა და მიზნების შესახებ. კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს მოწვეულ ექსპერტთა ლექციები ყველა იმ მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც განხილულია “სპორტსმენი365” პლატფორმაზე, კერძოდ ოლიმპიური …