მანიშ კუმარ სრივასტავას ვიზიტი გეომედში

მიმდინარე წლის 21-22 აგვისტოს ინდოეთის შუბარტის უნივერსიტეტის პროგრამების მთავარი კოორდინატორი ბატონი მანიშ კუმარ სრივასტავა სამუშაო ვიზიტით ესტუმრა უნივერსიტეტ გეომედს. ბატონი მანიშ კუმარ სრივასტავა შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მარინა ფირცხალავას და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. შეხვედრაზე განიხილული იყო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამების საკითხები, როგორც აკადემიური პერსონალისთვის ასევე სტუდენტებისთვის.  

გადაუდებელი მედიცინის ტრენინგი

2019 წლის 17-18 იანვარს გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ბრისტოლში ჩატარდა გადაუდებელი მედიცინის სამეფო კოლეჯის მიერ ორგანიზებული გადაუდებელი მედიცინის აკადემიური ტრენინგი და გადაუდებელი მედიცინის კლინიკური ტრენინგი, რომელშიც ოფიციალური მიწვევით მონაწილეობა მიიღო სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა ჯასვანტ სინგჰმა. ასევე მან გაიარა კლინიკური პრაქტიკის კურსები ლონდონის ჰოსპიტლის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და დედოფალ ელიზაბეტის ჰოსპიტლის სასწრაფო მზრუნველობის დეპარტამენტში. 2019 …

უნივერსიტეტი გეომედი 93-80 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

2019 წლის 11 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს სტუდენტური კალათბურთის ლიგაში, უნივერსიტეტ გეომედის კალათბურთის გუნდმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ანგარიშით 93:80 დაამარცხა.

პროფესორ ნუგზარ ალექსიძის 85 და იოსებ ბოლოკაძის 70 წლის იუბილე

  2019 წლის 9 ივლისს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში პროფესორ ნუგზარ ალექსიძის 85 და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის იოსებ ბოლოკაძის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.  

ტრენინგი “სწავლების თანამედროვე მეთოდები”

წარმატებით დასრულდა მორიგი ტრენინგი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის “სწავლების თანამედროვე მეთოდები”, რომელსაც უძღვებოდა საგანმანათლებლო ინიციატივების ცენტრის დირექტორი ეთერ ღვინერია. ტრენინგები ტარდება უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ფონდის ეგიდით და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის გადამზადებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.