რატომ ვირჩევთ გეომედს?
- უნივერსიტეტი გეომედი ერთ-ერთი წარმატებული საგანმანათლებლო კერაა საქართველოში, რომელიც ახალგაზრდებს სთავაზობს საუკეთესო სასწავლო პირობებს XXI საუკუნის შესაბამისი თანამედროვე განათლების მისაღებად.
- მედიცინის, სტომატოლოგიის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სფეროში ჩვენთან შექმნილია სტუდენტთა სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის საუკეთესო პირობები, რაც მათ აძლევთ საშუალებას მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და მომავალ განვითარებაზე ორიენტირებული უმაღლესი განათლება.
- უნივერსიტეტი გეომედი გთავაზობთ სტუდენტზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც თქვენ შეძლებთ თქვენი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას და განვითარებას.
- ჩვენი კურსდამთავრებულები გამოირჩევიან კონკურენტუნარიანობით და დასაქმების მაღალი რეიტინგით როგორც საქართველოს ასევე საზღვარგარეთის შრომით ბაზარზე.
უნივერსიტეტი გეომედი გთავაზობთ შემდეგ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებს:
- დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა
- დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა
- სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა
- საბაკალავრო პროგრამა – ჯანდაცვის ეკონომიკა და მენეჯმენტი
- სამაგისტრო პროგრამა – ჯანდაცვის მენეჯმენტი
- საბაკალავრო პროგრამა – ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
- სამაგისტრო პროგრამა – ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
- რეზიდენტურის (დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების) პროგრამა „თერაპიულ სტომატოლოგიაში“
- რეზიდენტურის (დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების) პროგრამა „ორთოპედიულ სტომატოლოგიაში“
- სპეციალიზაციის კურსი ბავშვთა და მოზარდთა თერაპიულ სტომატოლოგიაში. კურსის ხანგრძლივობა 3 (სამი) თვე
- სპეციალიზაციის კურსი პირის ღრუს ქირურგიულ სტომატოლოგიაში. პროგრამის ხანგრძლივობა 3 (სამი) თვე
საქართველოს მოქალაქეების მიღების წესები
საბაკალავრო პროგრამები
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. უნივერსიტეტში არსებული საბაკალავრო პროგრამები და მასზე დაშვების წინაპირობები იხილეთ: საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობაში
სამაგისტრო პროგრამები
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, საერთო სამაგისტრო გამოცდების და უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული სპეციალობის და ინგლისური ენის (B2 დონე) გამოცდების წარმატებით ჩაბარების საფუძველზე. უნივერსიტეტში არსებული სამაგისტრო პროგრამები და მასზე დაშვების წინაპირობები იხილეთ: საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობაში
საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების ვადების, წარსადგენი დოკუმენტაციისა და სხვა წესების შესახებ ინფორმაცია იხილეთ: სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესში, მუხლი 2
უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღების წესები
აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობის მიზნით შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება.
- მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში.
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში.
- საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ (უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში), სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში.
- მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სწავლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ფოტოსურათი 3X4-ზე (ელექტრონულად);
- მინდობილი პირის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.
- მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.
ენის კომპეტენციის დადასტურება
უნივერსიტეტი ვალდებულია დაადასტუროს პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი/სტუდენტების მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ფლობა B1 დონეზე.
სავიზო რეგულაციების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებ- გვერდზე: geoconsul.gov.ge
უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.