პირველად საქართველოში ხელოვნური ინტელექტი
უნივერსიტეტი გეომედი
21-ე საუკუნე არის და იქნება ყოველთვის მოხსენიებული როგორც საოცრებების დამკვიდრებელი, კერძოთ ხელოვნური ინტელექტის საუკუნედ და ჩვენ უნივერსიტეტი გეომედი ფეხ და ფეხ მივყვებით და ვცდილობთ ამ თანამდროვე წამოწყების გამოყენებას და დანერგვას სასწავლო პროცესში მედიცინის მიმართულებით.
უნივერსიტეტში ჩამოყალიბებულია ინოვაციების და ტექნოლოგიების ლაბორატორია, სადაც კიბერნეტიკის ინსტიტუტთან ერთდ მუშავდება აქტუალური საკითხები, მიღწევები მედიცინის დარგში, რათა მოხდეს მათი დანერგვა სასწავლო პროცესში. 2022 წელს უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა თურქეთში საერთაშორისო კონფერენციაში თემით ,,ადამიანის ტიპის ხელოვნური ინტელექტი ვერსია 1’’, სწორედ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვის სურვილმა სასწავლო პროცესში დაგვაკავშირა შესაბამისი გამოცდილების მქონე ამერიკის და ინდოეთის პარტნიორებთან. შედგა კოლაბორაცია და ჩვენი უნივერსიტეტი გეომედის ევროპული აკრედიტაციის მქონე მედიცინის პროგრამის სილაბუსების გაცოცხლება მოხდა 3D ვიზუალიზაციის ტექნოლოგიით, პირველად საქართველოს განათლების სისტემაში . კერძოდ სასწავლო პროცესში დაინერგა ხელოვნური ინტელექტი რაც გახდა სწავლების განუყოფელი ნაწილი. შეიქმნა სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდოლოგია. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მოხდა პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების დატრენინგება ახალი მოწინავე ტექნოლოგიების ასათვისებლად. უნივერსიტეტ გეომედში ჩამოყალიბებული ინოვაციების და ტექნოლოგიების ლაბორატორია აგრძელებს ამ მიმართულებით განვითარებას.
მე ვულოცავ მთელ უნივერსიტეტს და ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ამ დიდ წარმატებას, პირველად საქართველოში უნივერსიტეტ გეომედში დაინერგა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები.
უნივერსიტეტი გეომედის რექტორი,
პროფესორი მარინა ფირცხალავა