სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული კლინიკის “რუსთავის ცენტრალური საავადმოფოს“ წარმომადგენლებთან კურსდამთავრებულების და სტუდენტების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობის მიზნით.
აღნიშნული შეხვედრის შედეგად დაიგეგმა კურსდამთავრებულებისა და სტუდენტებისთვის დასაქმების და სტაჟირების ახალი შესაძლებლობები.
შეხვედრებში ჩართული იყო რუსთავის ცენტრალური საავადმოფოს დირექტორი, პერსონალის მართვისა სამსახური და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახური.
საავადმყოფო დაინტერესებულია გაიზარდოს სტუდენტებში მოტივაცია სტაჟირების გავლაზე და შემდგომში დასაქმების შესაძლებლობაზე.
სტაჟირება ითვალისწინებს მოკლევადიან პრაქტიკულ სწავლებებს, რომელიც დაგეგმილია 2024 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში.
დაინტერესებულ პირებს საინფორმაციო შეხვედრებს ჩაუტარებს მიმდინარე წლის 25-26 ივნისს “რუსთავის ცენტრალური საავადმოფოს“ წარმომადგენელი ალექსანდრე სისველაშვილი.
დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ უნივერსიტეტის სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ekaterine.buadze@geomedi.edu.ge
სტუდენტების დასაქმებისა და სტაჟირების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა „ევექსის ჰოსპიტლების“ წარმომადგენლებთან ექთნების დასაქმებისა და განვითარების ახალ შესაძლებლობებზე.
შეხვედრებში ჩართული იყო საექთნო მიმართულების განვითარების კოორდინატორი თამარ დაუსი, პერსონალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი ნინო შადური, შერჩევის განყოფილების უფროსი თამარ კაზალიკაშვილი და რეკრუტერი თეონა ეძგვერაძე.
ევექსის ჰოსპიტლები საქართველოს მასშტაბით 18 ჰოსპიტალს ფლობს, მათ შორის, თბილისში მდებარე „კავკასიის მედიცინის ცენტრს“, „ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს“, „მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს“, „ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას, „ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალსა“ და „კარაპს მედლაინს“.
ევექსის ჰოსპიტლებში საქართველოს ექთნების დაახლოებით 25%-ია დასაქმებული. კომპანია ორიენტირებულია ეს რაოდენობა გაიზარდოს მოტივირებული სტუდენტების დასაქმებისა და მათი განვითარების ხელშეწყობის გზით, რის გამოც აცხადებს დასაქმების მასშტაბურ კამპანიას იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურთ, რომ დაეუფლონ პრაქტიკოსი ექთნის პროფესიას და ჰქონდეთ წარმატებული კარიერა ამ მიმართულებით. დასაქმების პროცესი, საჭიროების შემთხვევაში, ითვალისწინებს მოკლევადიან გადამზადებასა და პრაქტიკულ სწავლებებს.
ევექსის ჰოსპიტლების წარმომადგენლები შეხვედრისას უპასუხებენ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას და გააზიარებენ დეტალურ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
- ევექსის ჰოსპიტლების ქსელში დასაქმებისა და 18 ჰოსპიტალში როტაციის შესაძლებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით;
- ექთნის როლის აღიარებისა და დაფასების კამპანია;
- კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივი შესაძლებლობა;
- მტკიცებულებებსა და პრაქტიკაზე დაფუძნებული უწყვეტი განათლება;
- კომპანიის შიდა დაწინაურებაზე ორიენტირებული მიდგომა;
- გადამზადება სერვისისა და კომუნიკაციის ნაწილში;
- ფინანსური სამოტივაციო სქემა და სტაბილური ანაზღაურება;
- ბენეფიტების პაკეტი დასაქმებული ექთნებისთვის.
„ევექსის ჰოსპიტლებმა“ წლების მანძილზე გადაამზადა 5000-მდე ექთანი მათზე მორგებული საექთნო პროგრამებით. დასაქმებული ექთნებისათვის უწყვეტად იგეგმება ტრენინგები დაინიცირებული საჭიროებების მიხედვით, მაგალითად, კოვიდის მართვა, ვიწრო სპეციალიზაციის ტრენინგები, სერვის+ და სხვა. კომპანია ორიენტირებულია ექთნის როლის აღიარებაზე, დასაქმებული ექთნებისა და პაციენტების კმაყოფილებაზე, რისთვისაც წლების მანძილზე ქმნის ახალ პროგრამებს და პასუხობს ბაზრის გამოწვევებს.
მიიღეთ დასაქმების რეალური შესაძლებლობა ევექსის ჰოსპიტლებში!
დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ უნივერსიტეტის სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: merab.merabishvili@geomedi.edu.ge