ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი


ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი არის უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული. მისი მართვის ორგანოა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო. ინსტიტუტის შემადგენლობაში შედის სამეცნიერო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები: განყოფილებები, ლაბორატორიები, ვივარიუმი და სხვა.


ინსტიტუტის საქმიანობის სფერო

ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. მისი ამოცანებია:

  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება უნივერსიტეტის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებების შესაბამისად
  • ექსპერიმენტული, კლინიკური, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, მათი შესწავლა და მიღებული შედეგების გამოქვეყნება
  • თანამშრომლობა ადგილობრივ და უცხო ქვეყნების წამყვან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზება, რაც ხელს უწყობს ინსტიტუტის კვლევების შედეგების წარმოჩენას

 

 

ზურაბ ცეცხლაძე
ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი
ელ. ფოსტა: zurab.tsetskhladze@geomedi.edu.ge

2006 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს მიერ მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (აკადემიური დოქტორი). 2007-2014 წლებში იყო პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) ჯერ პოსტდოქტორანტი, ხოლო შემდეგ ასოცირებული მკვლევარი მოლეკულურ გენეტიკაში. 2014-2020 წლებში მან მიიღო როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიურ, ასევე კვლევით კომპანიაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება. ზურაბ ცეცხლაძე არის ათამდე სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი და მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე.


მოლეკულური მედიცინის ლაბორატორია

ხელმძღვანელი – მალხაზ ვახანია, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
malkhaz.vakhania@geomedi.edu.ge

მოლეკულური მედიცინის ლაბორატორიაში ტარდება ექსპერიმენტული კვლევები ლაბორატორიულ ცხოველებზე და მათზე მცენარეული პოლიფენოლების და ცილოვანი ექსტრაქტების გავლენის შესწავლა. მცენარეული ექსტრაქტების მოქმედება შეისწავლება იმ მოდელურ ცხოველებზე, რომლებშიც ქიმიური ტოქსიკური ნივთიერებებით გამოწვეულია სხვადასხვა სახის დაავადებები ან დაავადების წინარე ცვლილებები. პოლიფენოლების და ცილოვანი ექსტრაქტების მისაღებად გამოყენებულია, როგორც ენდემური, ისე ზოგადად, კავკასიის რეგიონში გავრცელებული ჯერ კიდევ შეუსწავლელი მცენარეები.


პათომორფოლოგიის ლაბორატორია

ხელმძღვანელი – თეიმურაზ თავხელიძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი
teimuraz.tavkhelidze@geomedi.edu.ge

პათომორფოლოგიის ლაბორატორიის კვლევის საგანია ექსპერიმენტული ცხოველების ორგანოების და ავადმყოფთა ოპერაციის შედეგად ამოკვეთილი ქსოვილების პათომორფოლოგიური კვლევები, როგორც მაკროსკოპული, ისე მიკროსკოპული მეთოდებით.


ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულება


Facebooktwitterpinterestlinkedinmail