2019 წლის 21 ივნისს უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა სტომატოლოგიის, ჯანდაცვის ეკონომიკის და მენეჯმენტის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების გამოსაშვები ღონისძიება.
2019 წლის 13 მაისს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა შეხვედრა, უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალსა და რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში პროფესორ დავით აფხაზავასთან. შეხვედრაზე განხილული იქნა უნივერსიტეტის პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებები და კვლევების აქტივიზაციის საკითხები, ასევე აღნიშნული იქნა რომ სამეცნიერო კვლევები, რომლებიც განხორციელდება უნივერსიტეტის ბაზაზე იქნება ბიზნესორიენტირებული და მათში ჩართულნი იქნებიან უნივერსიტეტის სტუდენტები.
2019 წლის 18 მარტს შპს სასწავლო უნივერისტეტ გეომედში გაიმართა სტომატოლოგიის ფაკულტეტისა და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის შეხვედრა აღნიშნული ფაკულტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან. შეხვედრაზე განხილული იყო სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მოდიფიცირების და მასში ცვლილებების შეტანის საკითხები, ასევე პროგრამის სწავლის შედეგები. კურსდამთავრებულებმა და სტუდენტებმა გამოთქვეს თავისი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთნ დაკავშირებით.
2018 წლის 20 ოქრომბერს, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო ექსკურსია დაშბაშის კანიონზე. სტუდენტებმა დაათვალიერეს იქ არსებული ღირსშესანიშნაობები. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა გაცნობა.
2018 წლის 1 მარტს უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა სემინარი-კონფერენცია თემაზე “შშმ პირთა ადვოკატირება, სპორტში ჩართულობა და საზოგადოებაში ინტეგრაცია”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარაოლიმპური კომიტეტის პრეზიდენტმა, შალვა მაისურაძემ; საქართველოს პარაოლიმპური აკადემიის პრეზიდენტმა,თინათინ რევაზიშვილმა; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური აკადემიის პრეზიდეტმა, ლელა აფციაურმა; წარმატებულმა სპორტსმენებმა და წლის ბესტსელერის, “შემოვალ ეტლით” ავტორმა, შორენა ხუხუამ.