2020 წლის 11 აგვისტოს, 12 საათზე, შედგება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა ნაშრომების აპრობაცია. დაცვა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვა შედგება 25 აგვისტოს. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ფაკულტეტის დეკანს. Lelaaptsiauri@geomedi.edu.ge
მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა – 2020 წლის 31 ივლისიდან 2020 წლის 19 აგვისტოს 18:00 სთ–მდე. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2020 წლის 25 აგვისტოდან 09 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთ–დან – 17სთ–მდე. წარმოსადგენი საბუთების ნუსხა: პირადობის მოწმობის ასლი ატესტატის დამოწმებული ასლი …
2020 წლის 16 ივლისს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სამეცნიერო, თეორიული და პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევარებმა და პროფესორებმა. მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია. ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის კონფერენციის მასალებში.
2020 წლის 17 ივლისს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კვლევები და მოხსენებები მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს აქტუალურ საკითხებზე. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს, კომისიამ შეაფასა …

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://search.wdoms.org/home/SchoolDetail/F0003256