სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა

13 ივლისს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში (აუდიტორია 103-ში) ჩატარდება სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა 10:00 საათზე – ჯანდაცვის ეკონომიკა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა. 12:00 საათზე – ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სამაგისტრო პროგრამა.

2018-2019 ს/წ შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

I. შიდა მობილობის ვადები: ა) დოკუმენტების მიღება – 23 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით; ბ) კრედიტების აღიარება – 31 ივლისი; გ) სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 01 აგვისტო. II. წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: ა) განცხადება; ბ) ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით); გ) პირადობის მოწმობის ასლი.

OSCE შინაგან სნეულებათა პროპედევტიკაში

26 ივნისს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის სიმულაციურ კლინიკაში ჩატარადა ობიქტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) შინაგან სნეულებათა პროპედევტიკაში.

პროფესორ-მასწავლებლების ტრენინგი

20 ივნისს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში დასრულდა მორიგი ტრენინგი პროფესორ-მასწავლებლებისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა, აკადემიური და მოწვეული პერსონალის გადამზადებას „სწავლების თანამედროვე მეთოდებში“, წარმატებულ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.  

მრგვალი მაგიდა

14 ივნისს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის რექტორი, პროფესორი მარინა ფირცხალავა, მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის კონსულტანტები, მინესოტას უნივერსიტეტის პროფესორები ფრენკ რეიმი (აშშ) და უილლიამ ტოსკანო (აშშ), გეომედის მოწვეული პროფესორი და პროგრამის თანახემძღვანელი ქრისტოფერ ვოლფი (გერმანია, პროგრამის ხემძღვანელი პროფესორი ზაზა ბერიშვილი, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი მანანა ცერცვაძე, მედიცინის …