ღია კარის დღე გეომედში

ღია კარის დღე გეომედში

2023 წლის 24 მარტს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტ გეომედში ღია კარის დღე ჩატარდა. სტუდენტების ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ეკატერინე ბუაძემ აბიტურიენტებს უნივერსიტეტის შესახებ ესაუბრა, გააცნო მათ საგანმანათლებლო პროგრამები, აკადემიური პროცესები, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები და სხვა საინტერესო შეთავაზებები. აბიტურიენტები ასევე შეხვდნენ და კითხვები დაუსვეს ფაკულტეტის დეკანებს და საუნივერსიტეტო კლინიკების დირექტორებს, დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა …

კიდევ ერთი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა გეომედის აფილირებული პროფესორის თანაავტორობით

ჟურნალ „Journal of Cardiovascular Development and Disease“-ში გეომდის აფილირებული ასოცირებული პროფესორის კლაუდიო დე ლაცარის თანაავტორობით გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი “IABP Versus Impella Support in Cardiogenic Shock: “In Silico” Study”. ჟურნალის იმფაქტ ფაქტორია 4.415 და ინდექსირებულია PubMed-ში. Website: https://www.mdpi.com/2308-3425/10/4/140PDF Version: https://www.mdpi.com/2308-3425/10/4/140/pdf

ონლაინ ვორქშოპი: PBL და CBL სწავლების მეთოდები

ონლაინ ვორქშოპი: PBL და CBL სწავლების მეთოდები

დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ხელშეწყობით, 2023 წლის 23-24 მარტს, ჩატარდა მორიგი ონლაინ ვორქშოპი PBL და CBL სწავლების მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სტომატოლოგიისა და ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ეკონომიკის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. შეხვედრას უძღვებოდა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და AMEE-ს სპეციალისტი სამედიცინო განათლებაში, ასოცირებული პროფესორი მარიამ ველიჯანაშვილი. ვორქშოპზე დეტალურად იქნა განხილული …

საჯარო ლექცია: “წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები და სასქესო ორგანოების ანომალიები”

საჯარო ლექცია: “წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები და სასქესო ორგანოების ანომალიები”

დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახური აგრძელებს საჯარო ლექციების ციკლს, რომლის ფარგლებშიც იწვევს საქართველოში ან საზღვარგარეთ მოღვაწე გამოჩენილ პროფესიონალებს. სწორედ ამ მიზნით 2023 წლის 22 მარტს, უნივერსიტეტ გეომედს ეწვია, მედიცინის დოქტორი, პროფესორი და ღვაწლმოსილი ექიმი უროლოგი, როგორც საქართველოს ასევე, ევროპის უროლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი ბატონი ავთანდილ იმედაძე. ბატონმა ავთანდილმა თავის გამოსვლაში განიხილა უროლოგიაში ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა …

უნივერსიტეტ გეომედის პროფესორებმა საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა

უნივერსიტეტ გეომედის პროფესორებმა საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა

2023 წლის 15-18 მარტს, იტალიაში, ქალაქ ვენეციაში ჩატარდა “ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მე-19 მსოფლიო კონგრესი” (19 World Congress of the International Academy of Human Reproduction), სადაც სამეცნიერო კვლევის შედეგებით წარსდგა უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ელენე ასანიძე მოხსენებით: „ჰიპერჰომოცისტეინემია, ინსულინ რეზისტენტობა და სხეულის მასის ინდექსი პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებში“ (Hyperhomocysteinemia, insulin resistance and body …