ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემია 2020 წლის 9 მარტიდან 23 აპრილამდე გთავაზობთ ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის ქართულენოვან დისტანციურ სწავლებას. კურსი უსასყიდლოა და განკუთვნილია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის სტუდენტებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ WIPO-ს აკადემიის მიერ გაცემულ სერტიფიკატებს.კურსს ხელმძღვანელობენ WIPO-ს მიერ აკრედიტირებული სსიპ საქართველოსინტელექტუალური საკუთრების …

ტრენინგი სამეცნიერო ჟურნალების ხარისხების და ციტირების ინდექსის თემასთან დაკავშირებით

ტრენინგი სამეცნიერო ჟურნალების ხარისხების და ციტირების ინდექსის თემასთან დაკავშირებით

2020 წლის 24 იანვარს 15:00 საათზე სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში, ჩატარდება ტრენინგი სამეცნიერო ჟურნალების ხარისხების და ციტირების ინდექსის თემასთან დაკავშირებით. ტრენინგს ჩაატარებს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ასისტენტ-პროფესორი დავით აფხაზავა.

გადაუდებელი მედიცინის ტრენინგი

2019 წლის 17-18 იანვარს გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ბრისტოლში ჩატარდა გადაუდებელი მედიცინის სამეფო კოლეჯის მიერ ორგანიზებული გადაუდებელი მედიცინის აკადემიური ტრენინგი და გადაუდებელი მედიცინის კლინიკური ტრენინგი, რომელშიც ოფიციალური მიწვევით მონაწილეობა მიიღო სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა ჯასვანტ სინგჰმა. ასევე მან გაიარა კლინიკური პრაქტიკის კურსები ლონდონის ჰოსპიტლის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და დედოფალ ელიზაბეტის ჰოსპიტლის სასწრაფო მზრუნველობის დეპარტამენტში. 2019 …

ტრენინგი “სწავლების თანამედროვე მეთოდები”

წარმატებით დასრულდა მორიგი ტრენინგი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის “სწავლების თანამედროვე მეთოდები”, რომელსაც უძღვებოდა საგანმანათლებლო ინიციატივების ცენტრის დირექტორი ეთერ ღვინერია. ტრენინგები ტარდება უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ფონდის ეგიდით და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის გადამზადებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.  

MCI-ის მოსამზადებელი კურსები

უნივერსიტეტ გეომედში დაიწყო ინდოეთის სამედიცინო საბჭოს (MCI) მოსამზადებელი კურსები FMGE გამოცდებისათვის. კურსებს ჩაატარებენ ინდოეთის სამედიცინო აკადემიიდან მოწვეული პედაგოგები.