2017 წლის 28 ოქტომბერს, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო ექსკურსია ვარძიასა და რაბათის ციხეში. სტუდენტებმა დაათვალიერეს იქ არსებული ღირსშესანიშნაობები. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა გაცნობა, სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.
სიახლეები
2017 წლის 19 ოქტომბერს “დივალის” დღესასწაულთან დაკავშირებით უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებისთვის გაიმართა წვეულება. წვეულების პროგრამაში მრავლად იყო წარმოდგენილი ქართული და ინდური ცეკვები, ფოლკლორული სიმღერები. ღონისძიებამ სტუდენტებისა და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

უნივერსიტეტ გეომედის ადმინისტრაცია ინდოელ სტუდენტებს ულოცავს „დივალის“ დღესასწაულს! ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით 20 ოქტომბერი ინდოელი სტუდენტებისთვის დასვენების დღედ გამოცხადდა.
2017 წლის 7 ოქტომბერს, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო ექსკურსია ქ. სიღნაღსა და ბოდბეში. სტუდენტებმა დაათვალიერეს იქ არსებული ღირსშესანიშნაობები. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა გაცნობა, სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.
2017 წლის 4 ოქტომბერს, გაიმართა უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტურ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის საუკეთესო მომხსენებლების და საქართველოს უნივერსიადის მედალოსანი სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიება.




























