ოქროს მედალი მკლავჭიდში

2017 წლის 14 ივლისს ჩატარდა საქართველოს „უნივერსიადა 2017“ მკლავჭიდში, რომელშიც ოქროს მედალი მოიპოვა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა გაიოზ ცეცხლაძემ. უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს უნივერსიადაზე 3 ოქროს, 1 ვერცხის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველოს „უნივერსიადა – 2017“ საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

საქართველოს უნივერსიადა ქვიშის ფრენბურთში

2017 წლის 11-14 ივლისს, ჩატარდა საქართველოს „უნივერსიადა 2017“ ქვიშის ფრენბურთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა. ვაჟებს შორის მონაწილეობა მიიღეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა ჯაბა როხვაძემ და ფიზიკური მედიცინისა და რებილიტაციის სტუდენტმა მამაუკა წერედიანმა, ხოლო გოგონებს შორის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა გვანცა მირიანაშვილმა და ფიზიკური მედიცინისა და რებილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა ვერა გულიაშვილმა.

საქართველოს უნივერსიადა მაგიდის ჩოგბურთში

2017 წლის 12 ივლისს, ჩატარდა საქართველოს „უნივერსიადა 2017“ მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა ვერიკო გულიაშვილმა.

საქართველოს „უნივერსიადა 2017“ წოლჭიმში

2017 წლის 8 ივლისს, ჩატარდა საქართველოს „უნივერსიადა 2017“ წოლჭიმში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტ გეომედის ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტმა ლევან ლაზიაშვილმა. -93 კგ. წონით კატეგორიაში ლევანმა IV ადგილი დაიკავა.

უნივერსიტეტ გეომედის მორიგი ოქროს მედალი საქართველოს უნივერსიადაზე!

2017 წლის 6 ივლისს, ოლიმპიური მზადების ცენტრში გაიმართა საქართველოს „უნივერსიადა 2017“ ქართულ ჭიდაობაში, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა იმედა გოგოლაძემ.