სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია

2020 წლის 17 ივლისს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კვლევები და მოხსენებები მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს აქტუალურ საკითხებზე. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს, კომისიამ შეაფასა …

საერთაშორისო ვებინარი: „Importance of Education and Endurance to Combat Stress“

2020 წლის 26 ივნისს, Advanced Educational Institutions-ის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ვებინარი თემაზე: „Importance of Education and Endurance to Combat stress.” ვებინარს ესწრებოდა 50 საერთაშორისო უნივერსიტეტის 250 წარმომადგენელი. მათ შორის იყვნენ მიწვეული უნივერსიტეტ გეომედის პროფესორები რექტორის ხელმღვანელობით.ვებინარის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის პრორექტორი სასწავლო დარგში, სამედიცინო პროგრამის ხელმძღვანელი, ქალბატონი მარიამ ველიჯანაშვილი. მან მოხსენება გააკეთა …

სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

2020 წლის 17 ივლისს, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს ონლაინ სტუდენტურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები.“  ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადა არის 2020 წლის 8 ივლისი.უნივერსიტეტი გამოაქვეყნებს კონფერენციის ყველა მონაწილის თეზისს. ასევე, კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სერთიფიკატით. თეზისები მოგვაწოდეთ ელექტრონულ მისამართზე: conference@geomedi.edu.ge

პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, თეორიული და პრაქტიკული კონფერენცია

2020 წლის 16 ივლისს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს სამეცნიერო, თეორიულ და პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 ივლისი. უნივერსიტეტი გამოაქვეყნებს კონფერენციის ყველა მონაწილის თეზისს. თეზისები მოგვაწოდეთ ელექტრონულ მისამართზე: conference@geomedi.edu.ge