სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია

სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია

2021 წლის 24 ივნისს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა  სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები“, რომლის მიზანი გახლდათ სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტთა აქტიური ჩართვის სტიმულირება და  ჯანდაცვის სფეროს აქტუალური საკითხების განხილვა. კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ.   მონაწილეებმა წარმოადგინეს ნაშრომები არსებული აქტუალური საკითხების შესახებ. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, …

„საქართველოს უნივერსიადა 2021“ დაიწყო!

„საქართველოს უნივერსიადა 2021“ დაიწყო!

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წლის 25 მაისიდან – 30 ივნისამდე ჩატარდება „საქართველოს უნივერსიადა 2021“. უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტები ასპარეზობენ სპორტის სხვადასხვა სახეობებში: ბადმინტონი (ვაჟები) – პურვრაჯსინჰ ჯაიენდრასინჰ სოლანკი-მედიცინის ფაკულტეტი; შატრუნჯაი-მედიცინის ფაკულტეტი; ბადმინტონი (გოგონები) – ნირალ ვიპულ ტრივედი-მედიცინის ფაკულტეტი; პრატიბჰა სინგჰალ-მედიცინის ფაკულტეტი; მაგიდის ჩოგბურთი – აბჰი პარეშ …

უნივერსიტეტ გეომედის აკადემიური და მოწვეული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება

უნივერსიტეტ გეომედის აკადემიური და მოწვეული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება

უნივერსიტეტი გეომედის სიცოცხლის ბოლომდე სწავლების სამსახურის თაოსნობით, ჩატარდა მორიგი ტრენინგების სერია, მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აფილირებული, აკადემიური და მოწვეული პედაგოგებისათვის. ტრენინგები მიზნად ისახავდა პროფესორ-მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და პედაგოგიური უნარების გაუმჯობესებას. ტრენინგებს უძღვებოდნენ დიდი ბრიტანეთის ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის CPD-ის (Continuous Professional Development) ტრენერები. გეომედის პედაგოგების პროფესიული განვითარების საჭიროებაზე მორგებული, წინასწარ …

სემინარი “რეკომენდაციები სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების შემთხვევაში”

სემინარი “რეკომენდაციები სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების შემთხვევაში”

2021 წლის 12 მარტს, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სემინარი “რეკომენდაციები სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების შემთხვევაში”, რომელსაც უძღვებოდა პროფესორი თამარ ოქროპირიძე.  სემინარზე განხილული იყო რეკომენდაციები, რომლებიც მოწოდებულია სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებისათვის კორონავირუსის ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მიზნით. თემის აქტუალობიდან და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

სამეცნიერო სესიის კვირეული გეომედში

სამეცნიერო სესიის კვირეული გეომედში

2021 წლის 1-5 მარტს უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო სესიის კვირეული, სადაც დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს უნივერსიტეტის წამყვანმა პროფესორებმა, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებმა და ახალგაზრდა მკვლევარებმა. სამეცნიერო სესიას მიესალმა და სიტყვით გამოვიდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მარინა ფირცხალავა. სამეცნიერო სესიაზე წარმოდგენილი იყო მეტად საინტერესო და აქტუალური საკითხები. მათ შორის აღსანიშნავია: …