საჯარო ლექცია: “სიმსუქნე და ენდოკრინული დარღვევები“

საჯარო ლექცია: “სიმსუქნე და ენდოკრინული დარღვევები“

დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ხელშეწყობით, უნივერსიტეტ გეომედში კიდევ ერთი საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ცნობილი ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მაია ხუბუა. მან აუდიტორიას გაუზიარა თავისი გამოცდილება და განიხილა ის აქტუალური საკითხები რაც 21-ე საუკუნის დაავადებას “სიმსუქნეს” ახლავს თან. ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში, რაც ლექციის ბოლოს განხილულ საკითხებზე მსჯელობით დადასტურდა.

პირველკურსელთა წვეულება

პირველკურსელთა წვეულება

2022 წლის 4 ნოემბერს, უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა გაცნობითი ხასიათის ღონისძიება პირველკურსელთათვის, რომლის მიზანი იყო მათი ადაპტაციის ხელშეწყობა უნივერსიტეტში. ღონისძიება გახსნა და სტუდენტებს მიესალმა უნივერსიტეტ გეომედის დამფუძნებელი და რექტორი, პროფესორი მარინა ფირცხალავა. წვეულებას ასევე ესწრებოდა ადმინისტრაციული პერსონალი. ღონისძიება მხიარულ რეჟიმში მიმდინარეობდა, გაიმართა ცეკვის და სიმღერის კონკურსი და სხვა სახალისო თამაშები. ღონისძიების ბოლოს დაჯილდოვდა კონკურსში მონაწილე ყველა …

სტუდენტური თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2022 წლის 15 დეკემბერს, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს სტუდენტურ თეორიულ-პრაქტიკულ კონფერენციას. აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 5 დეკემბერი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@geomedi.edu.ge თანდართული დოკუმენტები:მოთხოვნები სტუდენტების საკონფერენციო ნაშრომზესტუდენტის კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა

უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის ტრენინგი: “პერსონალურ მონაცემთა დაცვა უმაღლეს სასწავლებელში”

უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის ტრენინგი: “პერსონალურ მონაცემთა დაცვა უმაღლეს სასწავლებელში”

დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად 2022 წლის 10 ნოემბერს 15:00, ჩაატარებს ტრენინგს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს გააძლიეროს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის ევროპული სტანდარტები უნივერსიტეტში. ტრენინგი სავალდებულოა ყველა იმ თანამშრომლისათვის, რომელსაც აქვს წვდომა პერსონალისა და სტუდენტების პირად მონაცემებთან. ტრენინგი ჩატარდება საკონფერენციო დარბაზში.  სამუშაო ენა-ქართული.

საჯარო ლექცია გეომედში

საჯარო ლექცია გეომედში

დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ხელშეწყობით, უნივერსიტეტ გეომედში გრძელდება საჯარო ლექციების ციკლი მსოფლიო ჯანდაცვის აქტუალურ თემებზე.  2022 წლის 7 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე, საკონფერენციო დარბაზში, უნივერსიტეტს გეომედს ეწვევა ETA (European Thyroid Association), EMAS (European Menopause and Andropause Society), EASD (European Association for the Study of Diabetes) ასოციაციების წევრი, დიდი კლინიკური და პედაგოგიური სტაჟის მქონე ექიმი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია …