შეხვედრა სტუდენტთა დასაქმების შესაძლებლობების შესახებ

2021 წლის 13 დეკემბერს, 13:00 საათზე ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანსა და კომპანია “დოქტრა”-ს წარმომადგენელს შორის გაიმართება შეხვედრა, რომლის მიზანს წარმოადგენს ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის  ფაკულტეტის სტუდენტებისათვის დასაქმების ფორუმის ჩატარება და კომპანიაში არსებული ვაკანსიების გაცნობა.

წიგნის პრეზენტაცია

წიგნის პრეზენტაცია

გამოვიდა პროფესორ თეიმურაზ თავხელიძის წიგნი „ზოგადი პათოლოგია“ მეორე რედაქციით, სადაც განხილულია ზოგადი პათოლოგიური ანატომიისა და ზოგადი პათოლოგიური ფიზიოლოგიის საკითხები. სახელმძღვანელო გამოიცა სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მიერ. წიგნი განკუთვნილია სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისა და პათოლოგიის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

სემინარი თემაზე: Towards Successful Scientific Research

2021 წლის 10 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდება სემინარი „Towards Successful Scientific Research“. მომხსენებლები იქნებიან გეომედის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი არიან მატინი და ასოცირებული პროფესორი თორნიკე ხოშტარია. სემინარზე განხილული იქნება კვლევის დაგეგმარება და სტატიის მაღალ რეიტინგულ, საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნების პრაქტიკა. სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე როგორც დასწრებულ, ასევე ონლაინ ფორმატში.